მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.1
0.018
flag
AZN 1.6157
0.0063
flag
CNY 39.72
0.0112
flag
EUR 3.1755
0.0078
flag
GBP 3.6642
0.0177
flag
KZT 55.19
-0.002
flag
TRY 0.0623
0.0002
flag
USD 2.747
0.0108

იმ არაერთჯერად შეხვედრაზე, რომელიც შედგა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის, იყო ყველა კრიტიკული თემა, რომელიც აწუხებს სექტორს და ძალიან სწრაფი იყო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან - მაია მელიქიძე

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება. შეხვედრაზე, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით ენერგეტიკის სექტორის 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.

,,ცალსახად უნდა ითქვას, რომ იმ არაერთჯერად შეხვედრაზე, რომელიც შედგა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის, იყო ყველა კრიტიკული თემა, რომელიც აწუხებს სექტორს და ძალიან სწრაფი იყო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, საბოლოო ჯამში ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება არაერთი აშენებული ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის მიმართულებით პროექტები.
ფაქტია, რომ ინიციატივები, რომლებიც გრედას გააჩნდა და წლების განმავლობაში ჩვენი პროექტი იყო ნამდვილად თაროზე, დღეს უკვე მისი განხილვა საპარლამენტო ნაწილში გადაინაცვლებს, ამას ემატება მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 მგვ-ზე არსებული შეღავათების, 5 მგვტ-ზე აწევას - ეს ცოტა ხნის წინ დაინიცირებული მნიშვნელოვანი წინადადებაა, რომელიც უმალვე იქნა გაზიარებული სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან მალე ჩვენ გვექნება ამ მიმართულებითაც შედეგი", - აცხადებს მაია მელიქიძე, გრედა - ს აღმასრულებელი დირექტორი.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენთვის, სექტორისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, თუ საით მიდის ეს განვითარება როგორც ელექტროგადამცემი ხაზების, ისე სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით - დღეს ამომწურავი პასუხები მივიღეთ | სულხან ზუმბურიძე

09.03.2026.21:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება. შეხვედრაზე, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით ენერგეტიკის სექტორის 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.

,,ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა მარიამ ქვრივიშვილთან, რომელმაც წარმოადგინა გრძელვადიანი ხედვა ენერგეტიკის განვითარების და აქ ჰიდროსადგურების განვითარებას ძალიან დიდი როლი დაეთმო. ჩვენთვის, სექტორისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, თუ საით მიდის ეს განვითარება როგორც ელექტროგადამცემი ხაზების, ისე სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით. დღეს ამომწურავი პასუხები მივიღეთ.
ის პროექტები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება განვითარდეს საქართველოში და ეს არის 4000 მგვტ-ზე მეტი შემდეგი წლების განმავლობაში, ამას კიდევ დაემატება 4500 მგვტ 2036 წლამდე. ამ მიდგომით დარგი უფრო სწრაფად განვითარდება", - აცხადებს სულხან ზუმბურიძე, „პარვუს ჯგუფის“ დამფუძნებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა