მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.7
-0.0001
flag
AZN 1.5869
-0.0003
flag
CNY 38.283
0.0038
flag
EUR 3.1681
0.0041
flag
GBP 3.6087
0.0003
flag
KZT 52.34
0.0057
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6981
-0.0004

III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 10.4%-ით გაიზარდა და ₾2 271.6 შეადგინა - საქსტატი

news image

2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.9 პროცენტით);

⦁ მშენებლობა - 3 682.9 ლარი (გაიზარდა 15.2 პროცენტით);

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 526.0 ლარი (გაიზარდა 10.7 პროცენტით);

⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 154.3 ლარი (გაიზარდა 30.6 პროცენტით).

2025 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 797.4 ლარი, ხოლო კაცების - 2 738.1 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 146.8 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 287.1 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 230.8 ლარით (10.5%) და 2 420.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 277.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) და მშენებლობის (3 687.6 ლარი, გაიზარდა 15.1 პროცენტით) სფეროებში.

2025 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 187.4 ლარით (10.3%) გაიზარდა და 2 000.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებული ტრენინგების ფარგლებში, სპეციალისტები ამჯერად იმერეთის რეგიონიდან გადამზადდნენ

16.12.2025.15:29

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებული ტრენინგების ფარგლებში, სპეციალისტები ამჯერად იმერეთის რეგიონიდან გადამზადდნენ. 

სააგენტომ ტრენინგების სერია ურბანული მიმართულების ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით დაიწყო.  პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელ ქვეყანას მოიცავს.  

ერთიანი საინფორმაციო სისტემის საშუალებით, სივრცითი კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებები, როგორიცაა - სამშენებლო ნებართვის მიღება, ქალაქთმშენებლობითი პროექტების წარდგენა თუ სხვა, დისტანციურად განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა