III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით პირველ ადგილზეა აშშ-ია - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის III კვარტალში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია. ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით.
2025 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.1 პროცენტია. რეინვესტიციამ 340.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 63.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებები 90.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და ის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17 პროცენტია.
2025 წლის III კვარტალში პირველ ადგილზეა აშშ - 93.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ესპანეთი - 72.1 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი - 70.0 მლნ. აშშ დოლარით (13.1 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2 პროცენტს შეადგენს.
2025 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.2 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი - 79.8 მლნ. აშშ დოლარით (15.0 პროცენტი), ხოლო მესამეს სექტორი - წყალმომარაგება; ნარჩენების მართვა - 71.5 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 45.6 პროცენტი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
TOP 10 კომპანია, სადაც 2025 წლის III კვარტალში მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მობილური ტელეფონების იმპორტს ახდენს
09.12.2025.13:00
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 264 223.4 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონების იმპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 1%-იანი ზრდაა. 2024 წლის 10 თვეში ქვეყანამ 260 775.4 ათასი დოლარის სატელეფონო აპარატები (ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით) იყიდა.
თანხობრივად საქართველოში იმპორტირებული მობილური ტელეფონების ყველაზე დიდი მაჩვენებლები არაბთა გაერთიანებული საამიროებს აქვს.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ მობილური ტელეფონების იმპორტი განახორციელა:
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 127 757.1 ათასი დოლარი;
ჩეხეთი - 45 327.7 ათასი დოლარი;
ჩინეთი - 22 529.6 ათასი დოლარი;
ვიეტნამი - 22 409.4 ათასი დოლარი;
ჰონ-კონგი - 16 938.9 ათასი დოლარი;
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში 332 939.2 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონების იმპორტი დაფიქსირდა, 2023 წელს კი 375 204.8 ათასი დოლარის.