მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.9
0.0007
flag
AZN 1.593
-0.0004
flag
CNY 38.15
-0.0022
flag
EUR 3.1462
0.0001
flag
GBP 3.5606
-0.0027
flag
KZT 51.72
-0.0008
flag
TRY 0.064
-0.0001
flag
USD 2.7085
-0.0006

III კვარტალში საქართველოში 312 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული - საქსტატი

news image

2025 წლის III კვარტალში საქართველოში 312 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (57.1 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებული იყო ქ. თბილისში (14.1 პროცენტი), კახეთის რეგიონში (8.7 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (5.4 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (4.5 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (4.2 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (2.9 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (1.0 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.0 პროცენტი), გურიის რეგიონში (1.0 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.3 პროცენტი).

2025 წლის III კვარტალში მომსახურება გაეწია 373 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 748 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 740 კაცით განისაზღვრა.

2025 წლის III კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული (განთავსებული) იყო 108.1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 32.8 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.1 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 19.4 პროცენტი – თევზეული, 19.0 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 4.6 პროცენტი – რძის პროდუქტები და 4.1 პროცენტი – სხვა პროდუქტები.

2025 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 24.4 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 25.7 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 49.9 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.2 მილიონი ლარი შეადგინა.

2025 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულ იქნა 207.0 მილიონი ლარის ღირებულების (24.5 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 40.8 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 16.8 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 42.5 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 32.1 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი რძის პროდუქტებზე (38.5 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (18.6 პროცენტი), ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (16.7 პროცენტი) და თევზეულზე (8.0 პროცენტი) მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 11.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 5.4 პროცენტს შეადგენდა. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულ იქნა ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 55.1 პროცენტს, აგვისტოში – 51.5 პროცენტს, ხოლო სექტემბერში – 48.8 პროცენტს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს უფრო მეტად ინვესტირებადი დარგი, რადგან მსხვილ ბიზნესს შემოაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე - დავით სონღულაშვილი

17.11.2025.13:00

მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს უფრო მეტად ინვესტირებადი დარგი, რადგან მსხვილ ბიზნესს შემოაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, უფრო მეტი ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე, - აღნიშნულის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მინისტრი აქტიურად სტუმრობს რეგიონებს და ეცნობა ფერმერების საჭიროებებს და მათგან მიღებული ინფორმაციების შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს იმ პოლიტიკაში, რასაც შემდგომ სამინისტრო ატარებს. 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სრული წარმომადგენლობა დაფარვით მთელს საქართველოს ფარავს. შესაბამისად მნიშვნელოვანია ერთის მხრივ გავეცნო თანამშრომლების სამუშაო გარემოს, იმიტომ რომ მაქსიმალურად იყოს შექმნილი პირობები იმისთვის, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დედაქალაქიდან ახორციელებს იყოს სწორად და შესაბამისად გატარებული და აღსრულებული რეგიონებში, და მეორეს მხრივ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა შევხვდეთ ფერმერებს და ყოველთვის ეს არის პრიორიტეტი, რადგანაც ადგილზე გავეცნოთ იმ საჭიროებებს და ამაზე გაკეთებული რეაგირებები იყოს ასახული იმ ჩვენს პროგრამებში და პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს. და მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი უფრო მეტი ეფექტი მიიღო და უფრო მეტად ეფექტური იყოს თანამშრომლობა ფერმერებთან და შესაბამისად ეს ასახული იყოს უკვე აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებაში. ბიზნესთან მიმართებაში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროგრამები ზუსტად ასეა აწყობილი და მორგებული, რომ იყოს მაქსიმალურად მომსახურებასა და სერვისზე ორიენტირებული პროგრამები, როგორც ფერმერებისთვის ასევე ბიზნესისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს ინვესტირებადი დარგი ბიზნესისთვის, რადგან მსხვილ ბიზნესს ამ შემთხვევაში შემაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, უფრო მეტი ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე, რაც საბოლოო ჯამში ერთიან ეფექტს იძლევა ამ მიმართულებით და ეს არის ჩვენი ამოცანა. ზუსტად ამიტომ ვაწყობთ სისტემას სამინისტროშიც და ეს არის შედეგი რეგიონებში სიარულის, რომ მაქსიმალურად თითოეული საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, არის მნიშვნელოვანი ფერმერისთვის იყოს ადეკვატურად რეაგირებული ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა