III კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 589.1 ათასი მგზავრი - საქსტატი
2025 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 1.4 პროცენტით ნაკლები, სულ 3.5 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 9.5 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 32.4 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.1 პროცენტი — ტრანზიტზე.
2025 წლის III კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 77.3 პროცენტი მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 22.7 პროცენტი კი — ქვეყნიდან გატანილზე.
2025 წლის III კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32.0 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას აზერბაიჯანი წარმოადგენდა, 29.1 პროცენტის გამომგზავნს — რუსეთის ფედერაცია, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 38.9 პროცენტი).
2025 წლის III კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 22.1 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 11.6 პროცენტისას — ყაზახეთი, 6.3 პროცენტისას — რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 60.0 პროცენტი).
2025 წლის III კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 16.2 პროცენტი — ნიდერლანდები, 10.0 პროცენტი — თურქეთი, 7.2 პროცენტი — ჩინეთი, 2.9 პროცენტი — იტალია, 2.4 პროცენტი — უკრაინა, 0.7 პროცენტი — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 9.2 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.6 პროცენტისას — თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37.7 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 20.6 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.6 პროცენტი — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.
2025 წლის III კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 59.8 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 20.2 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 9.0 პროცენტი — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47.7 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (18.9 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (14.5 პროცენტი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (3.8 პროცენტი), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (3.5 პროცენტი), ძირითადი ლითონები (3.2 პროცენტი) და ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.9 პროცენტი); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (25.3 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (24.9 პროცენტი), ძირითადი ლითონები (16.1 პროცენტი) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13.6 პროცენტი). 2025 წლის III კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 84.9 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (40.9 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (31.1 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (12.9 პროცენტი).
2025 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 589.1 ათასი მგზავრი, რაც 12.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 144.9 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 10.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2025 წლის III კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 573.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.3 პროცენტს შეადგენს და 13.0 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 15.6 ათასი მგზავრი, რაც 9.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 78.3 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 21.7 პროცენტი (2025 წლის III კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
06.03.2026.19:06
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
კომისიის თავმჯდომარემ უწყებათაშორის კომისიას გააცნო ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
სხდომაზე ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის პროექტი და მასში შემავალი აქტივობები. ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისას არასრუწლოვანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
კომისიის სხდომას დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო უწყებების (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ - შსს მომსახურების სააგენტო, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112") ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.