მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

III კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 4.2 ათას მგზავრს მოემსახურა - საქსტატი

news image

2025 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4461 გემი, რომელთა 48.9 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 26.9 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 13.4 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 10.8 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

2025 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 54.6 პროცენტით მეტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი მიიღო, 30.0 პროცენტით მეტი — სპეციალიზებული, 39.4 პროცენტით ნაკლები — კონტეინერმზიდი, 7.0 პროცენტით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.

2025 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.9 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 14.6 პროცენტი — თურქეთის, 10.8 პროცენტი — მალტის, 7.2 პროცენტი — ლიბერიის, დანარჩენი 49.5 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

2025 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 4.2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 50.4 პროცენტს შეადგენდა.

2025 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 293.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 1.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.7 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 34.5 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 21.8 პროცენტი — ნაყარი ტვირთი

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

06.03.2026.19:06

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

კომისიის თავმჯდომარემ უწყებათაშორის კომისიას გააცნო ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

სხდომაზე ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის პროექტი და მასში შემავალი აქტივობები. ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისას არასრუწლოვანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

კომისიის სხდომას დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო უწყებების (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ - შსს მომსახურების სააგენტო, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112") ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა