მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა - საქსტატი

news image

2025 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 15.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 1.4 მილიონი მგზავრი (15.4 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.4 მილიონი მგზავრი (14.7 პროცენტით მეტი).

2025 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.4 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

2025 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 10.8 ათასი შეადგინა, რაც 15.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2025 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 9.5 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 93.0 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.0 პროცენტი — გაგზავნილი.

2025 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 82.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2025 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 247.2 ათასი მგზავრი და გადატანილია 35.0 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 21.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 49.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა

19.11.2025.11:09

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 835.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტით გაიზარდა და 2 641.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (569.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (241.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (224.9 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 291.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 217.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 191.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.3 პროცენტი).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა