მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა - საქსტატი

news image

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის III კვარტალში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია. ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით.

2025 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.1 პროცენტია. რეინვესტიციამ 340.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 63.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებები 90.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და ის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17 პროცენტია.

2025 წლის III კვარტალში პირველ ადგილზეა აშშ - 93.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ესპანეთი - 72.1 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი - 70.0 მლნ. აშშ დოლარით (13.1 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2 პროცენტს შეადგენს.

2025 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.2 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი - 79.8 მლნ. აშშ დოლარით (15.0 პროცენტი), ხოლო მესამეს სექტორი - წყალმომარაგება; ნარჩენების მართვა - 71.5 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 45.6 პროცენტი შეადგინა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენ მეტად უფრო უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, უნდა მოხდეს მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა - ირაკლი კობახიძე

04.04.2026.20:43

ყველაზე მეტ სტაბილურობას სისტემისთვის უზრუნველყოფს ჰიდროელექტროსადგურები, ყველაზე ნაკლებად სტაბილურია მზის ენერგია და შუაშია ქარი ენერგია. აქედან გამომდინარე, ბალანსის დაცვა  და ჰიდრორესურსებისთვის პრიორიტეტის მინიჭებაც არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს მკაფიო გეგმა, რომელიც არსებულ პოტენციალს ეფუძნება.
 
„საუბარია სამი მიმართულებით ელექტროენერგიის გენერაციის განვითარებაზე, სისტემის გაფართოებაზე, ეს არის ჰიდრორესურსები, ქარის და მზის ენერგია. ჩვენი მიდგომის მიხედვით, დაახლოებით თანაბარი პროპორციით, ოდნავ მეტი ჰიდრორესურსებით, დაახლოებით, 2800 მეგავატის ჰიდრორესურსის დადგმული სიმძლავრე უნდა შეიქმნას შემდეგი 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით 2000 მგვტ - ქარის ენერგია, დაახლოებით 2000 მგვტ-ის მზის ენერგია უნდა იყოს ათვისებული. არსებობს ბიზნესის მხრიდანაც კონკრეტული პრიორიტეტები, ბიზნესი ხშირად არის ორიენტირებული უფრო მეტად მზის ენერგიის გამომუშავებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სწრაფად ხორციელდება შესაბამისი პროექტები, უფრო იაფი ჯდება შესაბამისი პროექტები განხორციელება. თუმცა, სახელმწიფოს ინტერესი არის სტაბილურობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, სადაც რესურსები არის საკმაოდ დიდი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ზოგადი მიდგომა - ჩვენი რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა