მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა - საქსტატი

news image

2025 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 64.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

2025 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 25.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.7 პროცენტით მეტია.

2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.5 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 18.0 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.1 პროცენტი, საშუალოზე — 23.2 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 30.8 პროცენტი.

2025 წლის III კვარტალში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 33.5 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 19.2 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 814.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.0 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 57.0 პროცენტი — კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.1 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.9 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 38.0 პროცენტი — მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 758.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 624.9 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.1 პროცენტით მეტი). 2025 წლის III კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 420.9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 230.8 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 846.9 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 144.5 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო: 

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 498.3 ლარი;

⦁ საშუალო ბიზნესი – 2 801.6 ლარი;

⦁ მცირე ბიზნესი – 2 072.5 ლარი.

2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 34.5 პროცენტი, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33.5 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 7.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა — 6.3 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.6 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 10.0 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს ვაჭრობა (18.6 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (18.3 პროცენტი), მშენებლობა (18.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.4 პროცენტი) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 27.1 პროცენტიანი წილი ეჭირა.

2025 წლის III კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.1, 11.3 და 9.2 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა მშენებლობის (8.5 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.2 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.4 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.7 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს - მარიამ ქვრივიშვილი

03.03.2026.18:06

ენერგოუსაფრთხოება საქართველოსთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკული სექტორის განვითარების ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ათწლიანი სამოქმედო გეგმა. ჩვენი მიზანი მკაფიოა - 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი გახდეს სრულიად თვითკმარი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების შესაძლებლობები და ამ მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზრდება და დაახლოებით 11500 მეგავატს მიაღწევს. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდება ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის პოტენციალი, ხოლო იმპორტი ნულამდე შემცირდება. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს ტრანსფორმაცია შესაძლებელია ახალი გენერაციის ობიექტების, ასევე გადამცემ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციების მეშვეობით, მათ შორის ახალი ტრანსსასაზღვრო კავშირებით.

„მსურს, ხაზი გავუსვა ორ რეგიონულ ფლაგმანურ პროექტს: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს 1300 მეგავატიანი წყალქვეშა გადამცემი ხაზით, რაც ევროპაში სუფთა ელექტროენერგიის ექსპორტს გახდის შესაძლებელს. პარალელურად, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, ჩვენ ვავითარებთ მწვანე ენერგიის დერეფანს, რომელიც მოიცავს ფართომასშტაბიან ელექტროენერგიის ინტერკონექტორს და მწვანე წყალბადის კომპონენტს. ეს პროექტები არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა და წარმოადგენს დივერსიფიკაციის, დეკარბონიზაციისა და გრძელვადიანი მდგრადობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განახლებადი ენერგია საქართველოს სტრატეგიის ქვაკუთხედია, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში იგეგმება 6700 მეგავატზე მეტი განახლებადი სიმძლავრის დამატება, რაც მოიცავს ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიას. მინისტრის შეფასებით, სტრატეგიული ჰიდროენერგეტიკული პროექტები გადამწყვეტ როლს შეასრულებს არა მხოლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, არამედ სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ცვალებადი განახლებადი ენერგიების ინტეგრაციაში.

„ჩვენ ასევე ვატარებთ მნიშვნელოვან რეფორმებს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. პარალელურად, აქტიურად ვნერგავთ ინოვაციებს. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, წინ მივიწევთ ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებისა და წყალბადის გადაწყვეტების მიმართულებით, ასევე ვახდენთ ჭკვიანი და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას ჩვენს ენერგოსისტემაში. სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევის როლს მსგავსი მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტების განვითარებისას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და თამარ იოსელიანმა, ასევე საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა