მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7037.5
0.0027
flag
AZN 1.5866
0.0008
flag
CNY 37.58
0.0012
flag
EUR 3.153
0.0023
flag
GBP 3.6486
-0.0039
flag
KZT 50.13
0.0011
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6981
0.0013

აპრილ-ივნისში საქართველოს რკინიგზა 428.0 ათას მგზავრს მოემსახურა - საქსტატი

news image

2025 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 428.0 ათასი მგზავრი, რაც 18.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 93.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 22.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2025 წლის II კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 423.0 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.8 პროცენტს შეადგენს და 18.9 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 5.0 ათასი მგზავრი, რაც 43.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 64.1 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 35.9 პროცენტი (2025 წლის II კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყურძნის იმპორტს ახდენს

19.08.2025.17:00

საქართველოში ყურძნის იმპორტი ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 4 947.9 ათასი დოლარის ღირებულების 3 664.9 ტონა ყურძენი იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1 772.0 ტონა იყო. ზრდა 107%-მდეა. 

საქართველოში ყურძნის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყურძენს ყიდულობს:

უზბეკეთი - 2 015.7 ტონა;

სომხეთი - 951.1 ტონა;

ირანი - 347.5 ტონა;

თურქეთი - 209.1 ტონა;

ნიდერლანდები - 124.1 ტონა;

საგულისხმოა, რომ საქართველოში ყურძნის იმპორტი ყოველწლიურად მზარდია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა