მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7037.5
0.0027
flag
AZN 1.5866
0.0008
flag
CNY 37.58
0.0012
flag
EUR 3.153
0.0023
flag
GBP 3.6486
-0.0039
flag
KZT 50.13
0.0011
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6981
0.0013

II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.1% პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა - საქსტატი

news image

2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4221 გემი, რომელთა 50.5 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 23.2 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 15.6 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 10.7 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 53.8 პროცენტით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 49.0 პროცენტით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 38.9 პროცენტით ნაკლები — კონტეინერმზიდი, 31.5 პროცენტით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.

2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.1 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.6 პროცენტი — თურქეთის, 10.9 პროცენტი — მალტის, 7.1 პროცენტი — ლიბერიის, დანარჩენი 49.3 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 3.0 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 17.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 51.8 პროცენტს შეადგენდა.

2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 024.1 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 52.1 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.7 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 17.2 პროცენტი — ნაყარი ტვირთი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყურძნის იმპორტს ახდენს

19.08.2025.17:00

საქართველოში ყურძნის იმპორტი ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 4 947.9 ათასი დოლარის ღირებულების 3 664.9 ტონა ყურძენი იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1 772.0 ტონა იყო. ზრდა 107%-მდეა. 

საქართველოში ყურძნის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყურძენს ყიდულობს:

უზბეკეთი - 2 015.7 ტონა;

სომხეთი - 951.1 ტონა;

ირანი - 347.5 ტონა;

თურქეთი - 209.1 ტონა;

ნიდერლანდები - 124.1 ტონა;

საგულისხმოა, რომ საქართველოში ყურძნის იმპორტი ყოველწლიურად მზარდია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა