მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7019.5
-0.0016
flag
AZN 1.5861
0.0002
flag
CNY 37.534
-0.0035
flag
EUR 3.1367
-0.0099
flag
GBP 3.6223
0.0164
flag
KZT 49.93
-0.0011
flag
TRY 0.0663
0
flag
USD 2.6964
-0.0006

II კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ სამოგზაუროდ 2,5%-ით მეტი გასვლა დაფიქსირდა

news image

2025 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 715.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 2.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა3 564.3 ათასი შეადგინა, რაც 0.4 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 385.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 7.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა, 48.3 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.7 პროცენტი შეადგინა.

2025 წლის II კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 34.9 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 201.3 ათასი და 106.3 ათასი ვიზიტი.

2025 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.3 ღამე) 2.0 პროცენტით მეტია. ვიზიტების 98.2 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 

2025 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 582.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 1.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 2.3 პროცენტით შემცირდა და 1 032.7 ლარი შეადგინა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში Toyota-ს მარკის ავტომობილები მთლიანი საავტომობილო პარკის 11%-ია

08.08.2025.15:00

ამ დროისათვის ქვეყანაში  207 514 ერთეული Toyota-ს მარკის ავტომობილია რეგისტრირებული, რაც მთლიანი საავტომობილო პარკის 11%-ს შეადგენს.

ზოგადად ქვეყანაში რეგისტრირებული  Toyota-ს მარკის ავტომობილების სტატისტიკა მზარდია, 2024 წის ბოლოს ქვეყანაში  Toyota-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა 197 651 ერთეული იყო, ხოლო 2023 წლის ბოლოს კი 178 419 ერთეული.

მიმდინარე მაჩვენებლების თანახმად, Toyota-ს ავტომობილების დიდი კონცენტრაცია თბილისშია. დღეისათვის თბილისში ოფიციალურად 119 942 ერთეული Toyota-ს ავტომობილი რეგისტრირებული, რაც მთლიანად ამ მარკის ავტომობილების 58%-ია.

ქვეყნის მასშტაბით Toyota-ს ავტომობილების გადანაწილება ასე გამოიყურება:

ქ. თბილისი: 119 942

იმერეთი: 18 503

აჭარის არ: 17 007

ქვემო ქართლი: 14 834

კახეთი: 9 208

სამეგრელო-ზემო სვანეთი: 7 870

შიდა ქართლი: 7 092

სამცხე-ჯავახეთი: 4 412

მცხეთა-მთიანეთი: 4 269

გურია: 3 291

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 1 086

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა