მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.4
-0.0092
flag
AZN 1.5839
-0.0021
flag
CNY 37.726
-0.0015
flag
EUR 3.1394
-0.0003
flag
GBP 3.624
0.0104
flag
KZT 49.88
-0.0007
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.6936
-0.0035

II კვარტალში, ბიზნეს სექტორის ბრუნვა 12.5%-ით გაიზარდა და 60.3 მლრდ. ლარი შეადგინა - საქსტატი

news image

2025 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5 პროცენტით გაიზარდა და 60.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 23.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია.

2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 68.1 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.9 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 17.0 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.8 პროცენტი, საშუალოზე — 24.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 29.1 პროცენტი.

2025 წლის II კვარტალში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 31.0 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.3 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 17.8 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 795.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 44.1 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 55.9 პროცენტი — კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 36.7 პროცენტი — მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 745.3 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 284.0 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტი).

2025 წლის II კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 317.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 212.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 783.5 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 147.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 466.9 ლარი;

⦁ საშუალო ბიზნესი – 2 741.8 ლარი;

⦁ მცირე ბიზნესი – 1 823.3 ლარი.

2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 35.1 პროცენტი, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33.0 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 8.0 პროცენტიანი წილით, მშენებლობა — 5.8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.5 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.7 პროცენტიანი წილით, ხოლო 10.0 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (19.3 პროცენტი), ვაჭრობა (18.2 პროცენტი), მშენებლობა (16.5 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (9.4 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1 პროცენტი) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 27.6 პროცენტიანი წილი ეჭირა.

2025 წლის II კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.0, 11.6 და 9.4 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), მშენებლობის (8.0 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.4 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ენერგეტიკის სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდეს - მარიამ ქვრივიშვილი

05.09.2025.15:35

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" (GREDA) ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების ხელმძღვანელებმა მიიღეს დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად.

მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის განვითარების პოლიტიკაზე, განახლებულ მიზნებსა და ამოცანებზე, დაგროვილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ილაპარაკა. მანვე დააფიქსირა პოზიცია ამ პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობის და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 

მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებს დარგის განვითარების მიმართულებით უწყების ხედვა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ და აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გააკეთა.

„ჩვენი ახლანდელი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ვიყოთ ძალიან ქმედითები, მოქნილები, გამჭვირვალე და ღია, რათა ყველა, მათ შორის კი უპირველესად ენერგეტიკის სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდეს. ამ კუთხით, დღეს გვაქვს გამოკვეთილი ხედვები, მათ შორის, ხაზს გავუსვამ რამდენიმე ძირითად მიმართულებას: ენერგეტიკულ უწყებებში მასობრივი ოპტიმიზაცია და მათი გაჯანსაღება, ასევე დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების ოპტიმიზაცია. შედეგად, დაზოგილი სახელმწიფო რესურსები მიიმართება იმ პროექტებზე, რომლებიც გააძლიერებს სექტორს და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა ვადაგადაცილებული მემორანდუმების და ხელშეკრულებების საკითხს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით პრობლემების აღმოფხვრის და რეალური ინვესტორებისა და დეველოპერების მხარდაჭერის მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობს.

„ჩვენი გუნდის, მთავრობის სახელით გიდასტურებთ, რომ სახელმწიფო იქნება მთლიანად ენერგეტიკის სექტორის, სწორი პროექტების გამორჩეული მხარდამჭერი. ერთად უნდა უზრუნველვყოთ მათი განვითარება, რაც ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოებისკენ მიმავალი გზაა. საქართველოს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს - გარდა იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ შიდა გენერაციის ზრდაზე, ასევე ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის გაძლიერებას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრის მიმდინარეობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა დღეს ენერგეტიკის სექტორს განახლებული გუნდი წარუდგინა - მისი მოადგილე ინგა ფხალაძე და ენერგეტიკული უწყებების ახალი ხელმძღვანელები.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა