მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

„იგლ ჰილს"-თან გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„იგლ ჰილს საქართველოს" პროექტი ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა. ხელშეკრულებით სახელმწიფოს არცერთ ეტაპზე და არცერთ პუნქტში არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება, არ გაუცია ფინანსური გარანტია", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ისტორიული, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის საპასუხოდ.

ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს,  სამწუხაროდ, საქართველოში წარსულში  არსებობდა არაერთი არასწორად გაფორმებული ხელშეკრულება, მათ შორის საინვესტიციო - როდესაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მსხვილი ინვესტორები  სახელმწიფოს მათ პირობებს კარნახობდნენ. მარიამ ქვრივიშვილი ხაზს უსვამს, რომ „იგლ ჰილსის" პროექტი მათ რიცხვს არ განეკუთვნება და საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს  შორის გაფორმებული შეთანხმებით სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურადაა დაცული.

დეველოპერული კომპანია „იგლ ჰილსი" საქართველოში, კერძოდ, თბილისსა და გონიოში $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების ორ პროექტს განახორციელებს. გაფორმებული შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორი და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრეა.

„ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ გაუცია განსხვავებული ან საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის, ან უშუალოდ ამ პროექტისთვის. ამასთანავე,  მივიღეთ უპრეცედენტო შესაძლებლობა - სახელმწიფო გახდა თანაპარტნიორი საერთო საწარმოში, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო თბილისსა და გონიოში მდებარე მიწების თანამესაკუთრეა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მასშტაბურ პროექტზე საუბრისას ასევე აქცენტს იმ ეკონომიკურ სარგებელზე აკეთებს, რომელსაც ის მთელი ქვეყნისთვის მოიტანს.

„იმ სიკეთეების მიღმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესია ინვესტიციის საპირწონედ, სახელმწიფო ამავდროულად მიიღებს დივიდენდს და შემოსავალს ბიუჯეტში, რაც ნიშნავს, რომ ეს ქართული პროექტია", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში სუნამოების იმპორტი მზარდია - TOP 5 იმპორტიორი ქვეყანა

11.12.2025.19:00

საქართველოში სუნამოების იმპორტი მზარდია. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ 38 979.3 ათასი დოლარის ღირებულების იმპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2024 წლის 10 თვეში საქართველოში სუნამოების იმპორტი 33 579.5 ათას დოლარს შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში საქართველოში სუნამოების იმპორტი (ღირებულებით ჭრილში) 16%-ით არის გაზრდილი. 

საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების სუნამოების იმპორტი საფრანგეთიდან დაფიქსირდა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო სუნამოებს ყიდულობს:

  • საფრანგეთი - 11 361.8 ათასი დოლარი;
  • ესპანეთი - 5 436.5  ათასი დოლარი;
  • იტალია - 3 957.2 ათასი დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2 936.9 ათასი დოლარი;
  • გაერთიანებული სამეფო - 2 458.5 ათასი დოლარი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა