მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.5
-0.0005
flag
AZN 1.5728
-0.0002
flag
CNY 38.926
0.0056
flag
EUR 3.1505
-0.0016
flag
GBP 3.6136
0.0042
flag
KZT 53.21
-0.0047
flag
TRY 0.0609
-0.0001
flag
USD 2.674
-0.0002

იანვარში ქვეყანაში 15.3 მილიონის სმარტფონების იმპორტი განხორციელდა

news image

2026 წლის იანვრის მონაცემებით საქართველოში სმარტფონების იმპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში 15 317.3 ათასი დოლარის ღირებულების 13.1 ტონა სმარტფონების - ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 17.5 ტონას შეადგენდა. 2025 წლის იანვარში სმარტფონების იმპორტი 16 615.8 ათასი დოლარის დონეზე იყო.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საიმპორტო ბაზრების სტრუქტურაში ლიდერ პოზიციას არაბთა გაერთიანებული საამიროები ინარჩუნებს. სწორედ ამ ქვეყნიდან შეიძინა საქართველომ იანვარში ყველაზე მეტი ღირებულების მობილური ტელეფონები.

TOP 5 საიმპორტო ქვეყანა (ღირებულების მიხედვით):

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 7 663.3 ათასი დოლარი;
  • ჩეხეთი - 3 844.8 ათასი დოლარი;
  • ვიეტნამი - 2 116.4 ათასი დოლარი;
  • ჰონ-კონგი​ - 1 550.7 ათასი დოლარი;
  • ჩინეთი - 64.4 ათასი დოლარი;
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია აგრძელებს სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვას

25.02.2026.20:22

ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრების შემდეგ, კომისიის სხდომაზე სწრაფბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციის სექტორში მოქმედ სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს.

სხდომის დასაწყისში კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, წინა სხდომებზე, ადგილობრივ მწარმოებლებთან გამართული შეხვედრების ფარგლებში გამოვლენილ ძირითად პრობლემებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის ფასწარმოქმნაში სამი ძირითადი რგოლი მონაწილეობს: ადგილობრივი მწარმოებლები, დისტრიბუტორები და იმპორტიორები და ორგანიზებული და არაორგანიზებული საცალო ვაჭრობა. მ ეტაპზე კომისია მეორე რგოლის წარმომადგენლების მოსმენას იწყებს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, დისტრიბუციის ეტაპზე ფასნამატი მნიშვნელოვნად მაღალია. გვაინტერესებს, რა ბიზნესპროცესები და რა ხარჯები განაპირობებს ასეთ შედეგს. ჩვენი მიზანია, პრობლემები სწორად დავინახოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის ზრდას და საბოლოოდ უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელმა საუკეთესო პროდუქტი საუკეთესო ფასად მიიღოს", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

სხდომაზე შპს-ების: „დაფნა", „მზიური", „ბიდი კომპანი", „დიპლომატ ჰოლდინგი", „ალფა" და „გემრიელი" წარმომადგენლებმა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც მათი პროდუქციის სავაჭრო ქსელში განთავსებას და ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობებს უკავშირდება. კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯი წარმოადგენს. ამასთან, დისტრიბუტორებმა და იმპორტიორებმა რეალიზებული პროდუქციიდან მისაღები თანხების დაგვიანებით ჩარიცხვაზე ისაუბრეს. ეს თანხა, ხშირ შემთხვევაში, 60 და 75 დღის შემდეგ ირიცხება. მათივე თქმით, დაგვიანებული ჩარიცხვების გამო იმისთვის, რომ კომპანიის საქმიანობა არ შეფერხდეს, მათ ბანკიდან კრედიტების აღება და დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება უწევთ. კომპანიების წარმომადგენლებმა სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნეს, რომ ქსელურ მარკეტებს დომინანტი პოზიცია აქვთ და ისინი განსაზღვრავენ თანამშრომლობის პირობებს.

სხდომა მოწვეული კომპანიების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. შეხვედრის დასასრულს კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯამა.

„სამწლიან დინამიკაში აშკარად იკვეთება, რომ სავაჭრო ქსელებმა გადახდის ვადები გააუარესეს. თუ სამი წლის წინ გადახდა დაახლოებით 45 დღეში ხორციელდებოდა, დღეს ეს ვადები 60–80 დღემდეა გაზრდილი. აღნიშნული პრაქტიკა ქსელებს აძლევს დამატებითი ფინანსური რესურსის გამოთავისუფლების შესაძლებლობას, ხოლო ფასწარმოქმნის ჯაჭვში ჩართულ სხვა რგოლებს მნიშვნელოვნად უმძიმებს ფინანსურ მდგომარეობას და ზრდის ფასებზე ზეწოლას.

ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც აღმოფხვრის სისტემურ ხარვეზებს და უზრუნველყოფს სექტორის გაჯანსაღებას, რათა კომპანიებმა გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში შეძლონ საქმიანობა. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ აღნიშნულ სექტორში საერთო ფასნამატი 35-45%-ის ფარგლებშია, რაც ჩვენთვისაც უნდა იქცეს სამიზნე მაჩვენებლად. სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემების სწორი იდენტიფიცირება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, დავნერგოთ ეფექტიანი ინსტრუმენტები და ფასების კლების მიმართულებით მივიღოთ ხელშესახები შედეგები", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა