იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე $25.7 მილიონის ოქრო გაიტანა
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 25 670.7 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გაიტანა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ქვეყნიდან ექსპორტირებული ოქროს რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდს გაუტოლდა.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტზე 0.2 ტონა ოქრო (დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით) გავიდა, ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში ასევე 0.2 ტონა ოქრო იქნა ექსპორტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს ექსპორტის მოცულობა უცვლელია, ცვლილება ფიქსირდება ღირებულებით ნაწილში. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს ექსპორტირებული ოქროს ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს - 2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან სულ 19 809.9 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გავიდა.
ქვეყნები, სადაც საქართველომ ოქროს ექსპორტი განახორციელა:
სხვა სიახლეები
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით Water Sector Engagement Conference-ის მეორე დღე გაიმართა
26.03.2026.15:37
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინიციატივით, საქართველოში Water Sector Engagement Conference-ის მეორე დღე გაიმართა, რომელშიც წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მოქმედი საერთაშორისო და ქართული კომპანიების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და დარგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის მიზანი იყო სექტორში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა, გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე მიდგომების გაცნობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ქალაქ მარნეულში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო პროცესი მოინახულეს, ადგილზე გაეცნენ პროექტის მიმდინარეობას და დააკვირდნენ სამუშაოების პროგრესს. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია პროექტის ტექნიკური მნიშვნელობისა და იმ შედეგების შესახებ, რომლებიც განხორციელების პროცესში უკვე მიღწეულია.
მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტი მნიშვნელოვანია როგორც გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესების, ისე თანამედროვე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.
კონფერენცია სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა, რომელმაც მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე პროფესიული დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობა შექმნა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სექტორის განვითარებაში.