იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე $23,4 მილიონის ღირებულების აზოტოვანი სასუქები გაიტანა
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 23 440.0 ათასი დოლარის ღირებულების აზოტოვანი სასუქების (სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი) ექსპორტი განახორციელა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველოდან ექსპორტზე 73 193.8 ტონა აზოტოვანი სასუქები გავიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტი 75 222.5 ტონას შეადგენდა. კლება 3%-ის დონეზეა.
საქართველოში წარმოებული სასუქებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი უკრაინაა.
TOP ბაზარი, სადაც აზოტოვანი სასუქების ექსპორტი ხორციელდება:
დღის ტოპ 10 სიახლე
ბიბლუსში საქართველოს ბანკის თაროები განთავსდა - აღმოაჩინე წიგნები ბავშვობის მოგონებებსა და ბებიებზე
სხვა სიახლეები
სემეკმა ელექტროენერგიის ახალი ტარიფი დაადგინა
30.03.2026.13:25
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფი დაადგინა. გადაწყვეტილება კომისიამ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
კერძოდ, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრით განისაზღვრება. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრის ნაცვლად 24,053 თეთრი იქნება, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრის მაგივრად 28,537 თეთრი გახდება.