მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $5 867.0 მლნ შეადგინა l საქსტატი

news image

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 867.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 23.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 143.2 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 7.1 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- მარტში 2 419.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2023-2026 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.

2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (203.2 მლნ. აშშ დოლარი), ყირგიზეთი (190.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (145.5 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (657.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (592.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (487.6 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.0 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (802.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (738.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (690.7 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 364.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 208.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 169.9 მლნ. აშშ დოლარით (9.9 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 632.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 338.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 204.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.9 პროცენტი).

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ხელს უწყობს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და პოზიტიურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე - ვახტანგ ცინცაძე

20.04.2026.12:03

„საქართველოს საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება, რაც განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მკვეთრ ზრდაში აისახა" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

მისი განმარტებით, მარტში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა, წლიურად დაახლოებით 83%-ით გაიზარდა და 463 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ასევე რეკორდულია იანვარ–მარტის ექსპორტისა და ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, კერძოდ იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის დაახლოებით 75%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 1 მლრდ 120 მლნ აშშ დოლარს აღემატება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიღწეული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობას.

„საგარეო ვაჭრობის მიმდინარე შედეგების მიხედვით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს გააჩნია სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ეხმარება კერძო სექტორს რომ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი განახორციელონ მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფარგლებში", - განმარტავს ვახტანგ ცინცაძე.

მისივე თქმით, მთავრობის პროგნოზით აღნიშნული ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.

„მსგავსი ტენდენციები შეუწყობს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა