იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.3%-ით გაიზარდა
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 790.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 594.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 14.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7 196.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 12.8 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარმაისში, 4 601.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტია.
2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (567.4 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (330.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (282.3 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 72.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (1 095.9 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (1 075.1 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (808.6 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 211.2 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 132.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 055.6 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 974.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 136.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3 პროცენტი), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 98.4 მლნ. აშშ დოლარით (3.8 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 298.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 494.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი).
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
17.07.2025.13:00
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 115 553.9 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 124 268.7 ათასი დოლარის. კლება 7%-ის დონეზეა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ხუთ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი (ღირებულებით) სატელეფონო აპარატების (ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით) იმპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაფიქსირდა. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის მობილური ტელეფონების იმპორტის 48%-ი.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მობილურ ტელეფონებს ყიდულობს:
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 55 906.2 ათასი დოლარი;
ჩეხეთი - 16 877.3 ათასი დოლარი;
ვიეტნამი - 10 731.8 ათასი დოლარი;
ჰონ-კონგი - 9 124.5 ათასი დოლარი;
ჩინეთი - 8 531.5 ათასი დოლარი;