იანვარ-მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.3%-ით გაიზარდა
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 790.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 595.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 14.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7 195.6 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 12.8 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მაისში 4 600.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ივნისს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
17.07.2025.13:00
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 115 553.9 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 124 268.7 ათასი დოლარის. კლება 7%-ის დონეზეა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ხუთ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი (ღირებულებით) სატელეფონო აპარატების (ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით) იმპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაფიქსირდა. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის მობილური ტელეფონების იმპორტის 48%-ი.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მობილურ ტელეფონებს ყიდულობს:
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 55 906.2 ათასი დოლარი;
ჩეხეთი - 16 877.3 ათასი დოლარი;
ვიეტნამი - 10 731.8 ათასი დოლარი;
ჰონ-კონგი - 9 124.5 ათასი დოლარი;
ჩინეთი - 8 531.5 ათასი დოლარი;