მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

იანვარ-მაისის მონაცემებით, ექსპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა - ვახტანგ ცინცაძე

news image

მიმდინარე წლის მაისის თვეში ექსპორტის დაახლოებით 15.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მისმა მოცულობამ 580.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ეს მაისის თვის რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. ამასთან, იანვარ-მაისში ექსპორტი 14.6%-ით გაიზარდა და  2,595.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა

იანვარ-მაისის პერიოდში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. რეკორდულია საგარეო-სავაჭრო ბრუნვა, რომელიც ასევე იანვარ-მაისის მაჩვენებლებით დაახლოებით 13.3%-ით არის გაზრდილი და 9.7 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ

რაც შეეხება მიმდინარე წლის მაისში სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელს - ის 1,922.6 მილიონი აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.4%-ით მეტია. მაისის თვეში ასევე გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი, კერძოდ სავაჭრო დეფიციტმა  760.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 151.7 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის ასევე რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა - ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მლრდ აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.6 პროცენტით გაიზარდა და 23.5 მლრდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია და პოზიტიური დინამიკა წელს იანვარ-მაისის პერიოდშიც შენარჩუნებულია

ზოგადად, ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტს უწყობს ხელს, მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, რაც პოზიტიურად აისახება ერთი მხრივ როგორც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი ევროსთან გამყარდა

21.01.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1550 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6950 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6950 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1604 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0054 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა