იანვარ-ივლისში საქართველოში იმპორტირებული ხორბლის თითქმის 33%-ი ყაზახეთიდან შემოვიდა
საქართველოში ყაზახური ხორბალი თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება, 2025 წლის 7 თვის მაჩვენებლებით, საქართველომ ყაზახეთიდან 16 843.5 ათასი დოლარის ღირებულების 71 107.3 ტონა ხორბალი იყიდა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2024 წლის 7 თვეში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი დაფიქსირებული არ არის. 2024 წელს ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი მხოლოდ დეკემბრის თვეში განხორციელდა და საანგარიშო პერიოდში საქართველომ ყაზახეთიდან 1 610.0 ტონა ხორბალი იყიდა.
რაც შეეხება 2025 წლის მაჩვენებლებს, თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი მოცულობით ყაზახური ხორბლის იმპორტი მაისში დაფიქსირდა - 20 779.7 ტონა.
იანვარ-ივლისში საქართველოში იმპორტირებული ხორბლის თითქმის 33%-ი სწორედ ყაზახეთიდან შემოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ხორბლის იმპორტი 62%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 218 214.1 ტონა ხორბალი იყიდა, რაშიც 56 067.2 ათასი დოლარის გადაიხადა. 2024 წლის 7 თვეში ხორბლის იმპორტი 134 293.3 ტონას შეადგენდა. საქართველოსი ხორბლის მთავარი იმპორტიორი რუსეთია.
ქვეყნები, სადაც საქართველო ხორბალს ყიდულობს:
რუსეთი - 147 105.5 ტონა;
ყაზახეთი - 71 107.3 ტონა;
ავსტრია - 0.5 ტონა;
გერმანია - 0.5 ტონა;
იტალია - 0.2 ტონა;
აშშ - 0.1 ტონა;
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ 326 486.1 ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2023 წელს ხორბლის იმპორტი 222 061.2 ტონის დონეზე იყო.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.09.2025.19:00
საქართველოში რთველი ოფიციალურად დაიწყო, და სამეწარმეო სექტორიც მალე გააქტიურდება – ღვინის მწარმოებელი კომპანიები ახალ წარმოებით ციკლს შეუდგებიან. ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის, თუ ვინ არიან დარგის ლიდერები.
Business Insider Georgia გთავაზობთ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილ 2025 წლის I კვარტლის ბრუნვის მიხედვით ღვინის მწარმოებელ ტოპ 5 კომპანიას.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
საინტერესოა, ვინ არიან ლიდერი კომპანიების მგლობელები.
სს ბადაგონი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 15/10/2003. მისი გენერალური დირექტორია მარინა გიორგაძე.
შპს Bolero & Company - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/11/2012. მისი გენერალური დირექტორია ირაკლი ბექაური, ხოლო ერთპიროვნული დირექტორი - დავით ბოჭორიშვილი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი.
სს თბილღვინო - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 20/08/1996. მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ომარ მარგველაშვილი, ხოლო წევრი ზურაბ ნიკვაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი - ზურაბ მარგველაშვილი, ხოლო პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი.
შპს ასკანელი ძმები - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/06/1998. მისი დირექტორია ირაკლი უგლავა. კომპანიის 45%-იან წილს ფლობს ასკანელი ვაინერი & დისტილერი, ხოლო 55%-ს გოჩა ჩხაიძე.
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 08/09/2004. მისი გენერალური დირექტორია დავით დუგლაძე. კომპანიის 25.66%-იანი წილის მფლობელია ალექსანდრე ივანიშვილი, 25.68% -ს ზაალ დუგლაძე ფლობს, 25.66%-ს დავით დუგლაძე, ხოლო დარჩენილ 23%-ს შპს აისი ინკ.