იანვარ-ივლისში საქართველომ 3,1 მლნ დოლარის იახტების იმპორტი განახორციელა
2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 3,1 მლნ დოლარის იახტების იმპორტი განახორციელა. საქსტატის ინფორმაციის მიხედვით ქვეყანაში იახტების იმპორტი 0,1%-ით არის შემცირებული. თუ 2025 წლის იანვარ-ივლისში იახტების იმპორტი 3 103.1 ათასი დოლარის დონეზე იყო, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდზე იმპორტის მაჩვენებელი 3 107.6 დოლარს შეადგენდა.
ქვეყანაში იახტების იმპორტის 49%-ი აშშ-ზე ფიქსირდება.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ღირებულების იახტები შემოიყვანა.
საგულისხმოა, რომ წელს საქართველოში იახტების იმპორტი 10 ბაზრიდან დაფიქსირდა.
საქართველოში იახტების იმპორტის რეკორდი წლიურ ჭრილში 2024 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში მთლიანობაში 4 707.3 ათასი დოლარის იახტების იმპორტი განხორციელდა.
სხვა სიახლეები
01.09.2025.21:53
ჩინეთში იმართება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი და სწორედ ამ სამიტის ფარგლებში იმყოფებიან კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ჩინეთში და ისინი, ამავდროულად, ესწრებიან აღლუმს, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ესწრებიან ამ ღონისძიებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე სპეკულირებენ ადამიანები, რომლებიც ჩინეთთან თანამშრომლობას ლამის ქვეყნის ღალატად აცხადებენ.
„აბსოლუტურად ჩანს ის, თუ რა ღირებულებებით და რა პრინციპებით მოქმედებს ჩვენი ოპონენტი ძალა. რაც შეეხება საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას, ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. ამისთვის მე პირადად ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.