მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

იანვარ-აპრილში საქართველომ 32,4 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა

news image

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 32,418.45 ათასი დოლარის ღირებულების შოკოლადი იყიდა. საქსტატის მიხედვით ქვეყანაში შოკოლადის იმპორტმა 6,390.13 ტონა შეადგინა, გასული წლის 4 თვეში კი იმპორტი 6,946.85 ტონის დონეზე იყო, შესაბამისად კლება 8%-ია.

მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 39%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს:

  • რუსეთი - 2,505.68 ათასი დოლარი;
  • უკრაინა - 1,048.92 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 606.44 ათასი დოლარი;
  • პოლონეთი - 410.16 ათასი დოლარი;
  • ხორვატია - 328.92 ათასი დოლარი;

საგულისხმოა, რომ საქართველოში შოკოლადის იმპორტის რეკორდი 2024 წელს დაფიქსირდა. გასულ წელს ქვეყანამ 103,934.47 ათასი დოლარის 23,417.10 ტონა შოკოლადი იყიდა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა გაძვირდა და რა გაიაფდა - როგორია სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი

18.04.2026.11:00

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2026 წლის მარტის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0,7%-ით.

წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში:

პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი (14,2%), რესტორნები და ღამისთევის მომსახურება (8,1%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (6.0%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (5.5%), დასვენება, სპორტი და კულტურადასვენება, სპორტი და კულტურა (5,5%), ტრანსპორტი (4.8%), ჯანმრთელობის დაცვა (4.2%),  განათლება (2.5%), დაზღვევა და საფინანსო მომსახურება (2,4%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0.7%).

სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია (-4,9%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-3,3%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-2,2%),

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.

„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა