იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.3%-ით გაიზარდა
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 755.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 014.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 14.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 741.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 15.7 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აპრილში 3 726.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მაისს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.15:09
„აპრილში ექსპორტის შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის მაჩვენებელი 41 პროცენტზე მეტით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 617 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე რეკორდულია როგორც ექსპორტის, ისე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები იანვარი - აპრილის პერიოდში. ყოველივე ზემოთაღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს ბიზნეს სექტორის მაღალ აქტივობაზე, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში აისახება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ასევე მზარდია როგორც ტურიზმიდან, ისე სხვა სერვისებიდან მიღებული შემოსავლები.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელი იქნება პოზიტიური. საქართველოს მთავრობა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს კერძო სექტორის აქტივობას იმ სახელმწიფო პროგრამებით, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზეა მიმართული, ხოლო მეორე მხრივ, ვინარჩუნებთ მაღალ კაპიტალურ ხარჯებს მშპ-სთან მიმართებით. აღნიშნული ხელს უწყობს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის შექმნას და ინვესტიციების სტიმულირების ეფექტი აქვს. ჩვენ ველოდებით, რომ 2025 წელი იქნება იმაზე მეტად პოზიტიური, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტები პროგნოზირებენ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.