იანვარ-აგვისტოში საქართველოში 29,4 მლნ დოლარის ღირებულების სუნამოების იმპორტი განხორციელდა
საქართველოში სუნამოების მოხმარება მზარდია, რაც იმპორტის სტატისტიკაზეც აისახება. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 29 377.3 ათასი დოლარის ღირებულების სუნამო იყიდა (805.9 ტონა), ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 25 400.7 ათასი დოლარის (805.9 ტონა). შესაბამისად ქვეყანაში სუნამოების იმპორტი 16%-ითაა გაზრდილი.
საქართველოში სუნამოებს იმპორტის კუთხით ნომერ პირველი ბაზარი საფრანგეთია.
TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველო ყველაზე მეტი ღირებულების სუნამოს ყიდულობს:
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ 43 246.3 ათასი დოლარის ღირებულების სუნამოები იყიდა, 2023 წელს კი 37 493.2 ათასი დოლარის.
სხვა სიახლეები
25.09.2025.16:37
,,სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი’’ კიდევ ერთ 3.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის არქიმედეს ხრახნიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს, რომელიც მცირე დაცემის მქონე მდინარეებისთვისა და ეკოლოგიურად მეგობრული ენერგიის წარმოებისთვისაა ეფექტური. პროექტი ენერგეტიკული განვითარებისა და მდგრადი ენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. ამ ტიპის ჰიდროელექტროსადგური კავკასიის რეგიონში უნიკალურია და ხელს უწყობს საქართველოს ენერგოსისტემის საიმედო მუშაობას", - ვლადიმერ ძნელაძე.
აღნიშნული პროექტი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდება. ამასთან, გარდა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა, იგი ასევე მოიაზრებს 5 მეგავატიანი მონაცემთა ცენტრის (Data Center) შექმნას, რომელიც ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, რაც მის ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს.
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანიას „As Group’’ შორის გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება მდინარე მტკვარზე არქიმედეს ხრახნიანი ტიპის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების თაობაზე.
უნდა აღინიშნოს, რო ჰესის დაგეგმილი წლიური გამომუშავებაა 27 მლნ. კვტ/სთ, ხოლო ჰესისა და მონაცემთა ცენტრის სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 50 მლნ.აშშ. დოლარს შეადგენს.
ვლადიმერ ძნელაძის განმარტებით, ახალი სადგურის დამატება გაზრდის მწვანე ენერგიის წარმოების მოცულობას, გააძლიერებს ადგილობრივი რესურსების გამოყენებასა და დადებითად იმოქმედებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაზე.
„სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანიას „As Group“ შორის გაფორმებული პირველი მემორანდუმი, საფუძველს უყრის მომავალ პარტნიორობას ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად.