იანვარ-აგვისტოში საქართველომ 846 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტები იყიდა
2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 846 მლნ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის რვა თვეში ქვეყანაში შემოსული ნავთობპროდუქტების მოცულობამ 1 124 738.9 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მისი იმპორტი 1 042 463.2 ტონის დონეზე იყო. შესაბამისად ნავთობპროდუქტების იმპორტი ქვეყანაში 8%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია და სწორედ მასზე მოდის ქვეყანაში შემოტანილი ნავთობის 45%-ი.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს ახდენს:
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 1 595 001.4 ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, 2023 წელს კი 1 418 192.0 ტონა. შესაბამისად, 2024 წელს იმპორტი 12%-ით არის გაზრდილი.
სხვა სიახლეები
გერმანიის მთავრობამ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა და საინვესტიციო ხარჯები გაზარდა - დეტალები
07.07.2026.19:00
გერმანიის მთავრობამ ორშაბათს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვერსია დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო და თავდაცვის ხარჯების ზრდას. მთავრობის მიზანია, ეკონომიკა დაიცვას არსებული კონფლიქტით გამოწვეული ენერგეტიკული შოკებისა და მრავალწლიანი არასაკმარისი ინვესტიციების უარყოფითი გავლენისგან.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 2030 წლამდე გათვლილ საშუალოვადიან ფინანსურ ჩარჩოს წარმოადგენს, 555.4 მილიარდი ევროს (დაახლოებით 634.2 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის მთლიან ხარჯებს ითვალისწინებს, ხოლო სესხების საერთო მოცულობა 203.6 მილიარდ ევროს შეადგენს.
2027–2030 წლებში გერმანია 838.2 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის მოზიდვას გეგმავს. ეს შესაძლებელი გახდა გასულ წელს შექმნილი ინფრასტრუქტურის სპეციალური ფონდისა და სახელმწიფო ვალის აღების წესების შემსუბუქების შედეგად.