იანვარ-აგვისტოში საქართველომ 202,5 მლნ დოლარის მობილური ტელეფონები იყიდა
2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 202,5 მლნ დოლარის მობილური ტელეფონები იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში იმპორტირებულია 202 502.5 ათასი დოლარის 574.2 ტონა სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით. ხოლო რაც შეეხება 2024 წლის რვა თვის სტატისტიკას, სულ შეძენილია 201 290.7 ათასი დოლარის ღირებულების 601.3 ტონა აპარატები.
მობილური ტელეფონების იმპორტის კუთხით საქართველოსთვის ნომერ პირველი ბაზარი არაბთა გაერთიანებული საამიროებია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მობილურ ტელეფონებს ყიდულობს:
სხვა სიახლეები
პარლამენტის მიერ მიღებული ბოლო საკანონმდებლო ცვლილებება ეს არის სემეკისთვის უფლებამოსილება, რომ საჭიროების შემთხვევაში დაადგინოს მოხმარებების მიხედვით სხვადასხვა მოცულობის ტარიფები - ჩვენ ეს უფლებამოსილება გვაქვს ელექტროენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორში | დავით ნარმანია
06.11.2026.16:40
პარლამენტის მიერ მიღებული ბოლო საკანონმდებლო ცვლილებება ეს არის სემეკისთვის უფლებამოსილება, რომ საჭიროების შემთხვევაში დაადგინოს მოხმარებების მიხედვით სხვადასხვა მოცულობის ტარიფები - ჩვენ ეს უფლებამოსილება გვაქვს ელექტროენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორში, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
„ძალიან მარტივად განვმარტავ ამ ყველაფრის არსს. ძალიან დიდი პოლიტიკური ბატალიები მოჰყვა ამას და თითზე დაიხვია ოპოზიციამ თუ ცალკეულმა ვაიექსპერტებმა. სინამდვილეში, ეს არის მარეგულირებელი კომისიისთვის უფლებამოსილება, რომ საჭიროების შემთხვევაში დაადგინოს მოხმარების მიხედვით სხვადასხვა მოცულობის ტარიფები.
ჩვენ ეს უფლებამოსილება გვაქვს ელექტროენერგეტიკის სექტორში, წყალმომარაგების სექტორში. როცა მოხმარების მიხედვით ვადგენთ, პირობითად, 100 კილოვატამდე ვინც მოიხმარს ელექტროენერგიას, იმისთვის უფრო დაბალი ტარიფია, 100-დან 300-მდე სხვა ტარიფია, 300-ზე მეტი - სხვა ტარიფია. ასევე, ძაბვის საფეხურების მიხედვით კომერციული სექტორისთვის სხვადასხვა ტარიფებს ვადგენთ.
ასეთი უფლებამოსილება ენიჭება მარეგულირებელ კომისიას, რომ საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივ აირზეც დაადგინოს საფეხურობრივი ტარიფები. შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ მომხმარებლები, რომლებიც მცირეს მოიხმარენ, ესენი არიან რეგიონებში მცხოვრებლები, სხვადასხვა კატეგორიის შეჭირვებული მოსახლეობა და ასე შემდეგ, რომელთათვისაც მოხმარება ფინანსური ტვირთი რომ იყოს დაბალი.
ხოლო მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებისთვის, რომლებიც ძირითადად შედარებით უფრო შეძლებული ოჯახები არიან, რომელთაც აქვთ, ვთქვათ, იგივე საცურაო აუზები და ამ საცურაო აუზებს ბუნებრივი აირის გამოყენებით ათბობენ ან ასე შემდეგ, მათთვის დადგინდეს ცოტათი უფრო განსხვავებული ან უფრო მაღალი ტარიფები.
ასეთი გამოცდილება არის სხვადასხვა ქვეყნებში და, აქედან გამომდინარე, ჩვენც გვექნება ამის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში დავადგინოთ ასეთი დიფერენცირებული ტარიფები“, - აცხადებს დავით ნარმანია.