I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 9,2%-ით მეტი ტვირთი გადაამუშავა
2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4511 გემი, რომელთა 50.1 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 22.2 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 18.2 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 9.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 2.6-ჯერ მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 32.2 პროცენტით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 12.8 პროცენტით ნაკლები — კონტეინერმზიდი და 11.5 პროცენტით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.
2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18.2 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.6 პროცენტი — თურქეთის, 10.2 პროცენტი — მალტის, 8.4 პროცენტი — ლიბერიის, დანარჩენი 46.6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 2.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 16.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 56.8 პროცენტს შეადგენდა.
2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 709.0 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 9.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 52.5 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 28.8 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 18.7 პროცენტი — ნაყარი ტვირთი.
დღის ტოპ 10 სიახლე
MAIZEN-მა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით გაყიდვები გაზარდა — გაიცანით სივრცე უნიკალური კონცეფციით
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
20.05.2025.17:44
საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" და "საფინანსო სექტორის მიმოხილვის" გამოქვეყნებას. გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.
მაისის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების“ რუბრიკაში.