ჰიდროელექტროსადგურების პარალელურად ახალი ქარის და მზის სადგურები აშენდება - დავით ნარმანია
დღეს გენერაციაში ქარის სადგურის წილი 1%-მდეა, რაც სამომავლოდ გაიზრდება, რადგანაც ქვეყანაში ახალი ქარის სადგურები აშენდება. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა უკვე დაკონტრაქტებულია პროექტები და მალე ქვეყანაში ახალი ქარის და მზის სადგურები აშენდება.
„ქარის კომპონენტის წილი არის ჯერჯერობით მცირე, რადგანაც ექსპლუატაციაში შესულია მხოლოდ ერთი სადგური. რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს არის 20 მგვტ-ზე მეტი დადგმული სიმძლავრის სადგური, რომელიც მუშაობს. ახლა მშენებლობის პროცესში არის ქარის სხვა სადგურებიც, რომელთანაც თავის დროზე მთავრობამ გააფორმა გარანტირებული შესყიდვის შეთანხმებები. შემდეგ უკვე ფასთა შორის ახალი მექანიზმი რომ დამტკიცდა ამიტომ ქარის სხვა სადგურებიც აშენდება და შევა ექსპლუატაციაში, რომელიც გაზრდის რა თქმა უნდა ამ წილს. დღეს მისი წილი 1%-მდეა და რა თქმა უნდა ეს წილი გაიზრდება.
ასევე სწრაფად იწყება მზის ახალი სადგურების მშენებლობა, რომელზეც მთავრობამ ინვესტორებთან გააფორმა ფასთა შორის სხვაობის მექანიზმის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს მთავრობა ელექტროენერგიის წარმოებისთვის საშუალო დადგენილ ფასზე დაბალი თუ იქნება ტარიფი შეუვსებს მათ ამ სხვაობას. რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ დამატებით ახალი მწვანე ენერგია გაჩნდეს ქვეყანაში. ამიტომ ჰიდროების პარალელურად ახალი ქარის და მზის სადგურები წამოვა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
21.05.2025.22:50
დიდი ბრიტანეთი აბსოლუტურად რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორად საქართველოს ეკონომიკაში, - აღნიშნა ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას დირექტორის მოადგილემ ცენტრალური აზიასა და აღმოსავლეთ სამეზობლოში, ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში. ფორუმზე მარკ კლეიტონის გამოსვლას კი Business Insider Georgia ექსკლუზიურად გთავაზობთ.
მარკ კლეიტონის თქმით, 2024 წელს დიდი ბრიტანეთი იყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წყარო.
„როგორც გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში 2020 წლიდან 2024 წლამდე, ამ როლში დიდი პატივი იყო გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მხარდაჭერა. შემიძლია ვისაუბრო დიდი ბრიტანეთის მთავრობის სახელით ჩემს ახალ ამპლუაში. სტატისტიკის მიხედვით დიდი ბრიტანეთი აბსოლუტურად რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორად საქართველოს ეკონომიკაში. 2024 წელს დიდი ბრიტანეთი იყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წყარო. გასულ წელს დიდი ბრიტანეთის ინვესტიციები გაიზარდა 23%-ით, რაც დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციაზე და ეს მართლაც შთამბეჭდავი რიცხვებია. ასე რომ, გაერთიანებულ სამეფოს სურს, რომ საქართველოს ეკონომიკა წარმატებული იყოს და დარჩეს გაერთიანებულ სამეფოსთან ევროპაში ინტეგრირებული.
ჩვენ ვხედავთ დიდ ინტერესს დინამიური ქართული კომპანიების მხრიდან დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობისთვის. წელს ჩვენმა ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტმა 100-ზე მეტი ქართული კომპანია შემოიყვანა დიდი ბრიტანეთის ფინტექში, არქიტექტურაში, მწვანე ენერგიასა და ტექნოლოგიებში, რაც ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალის რეკორდული რაოდენობა და მტკიცებულებაა. ასევე მოხარული ვარ, რომ ვხედავ ამდენი ბრიტანული კომპანიის შესვლას ქართულ ბაზარზე“, - განაცხადა მარკ კლეიტონმა.
აღნიშნული საინვესტიციო ფორუმი ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა, სადაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა, სხვადასხვა ბიზნეს-სექტორების განვითარების პოტენციალი და ამ კუთხით არსებული მხარდამჭერი პროგრამები განიხილეს. წლევანდელ ფორუმში სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.