მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7093.9
-0.0326
flag
AZN 1.5966
-0.0058
flag
CNY 38.216
-0.0032
flag
EUR 3.161
-0.0028
flag
GBP 3.6232
-0.0048
flag
KZT 50.51
-0.0008
flag
TRY 0.0647
-0.0002
flag
USD 2.7152
-0.0089

ჰარვარდის კურსელები მირეკავენ ხოლმე, რა ხდება, რატომ არის მაღალი ეკონომიკური ზრდაო, პასუხი არის მარტივი, სახელმწიფოს მართვის მიდგომა სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაა, რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორია - ილია წულაია

news image

ამას მეკითხებიან ჩემი ჰარვარდის კურსელებიც, მირეკავენ ზოგჯერ და ინვესტიციებით ინტერესდებიან - რა ხდება საქართველოში, რატომ არის მაღალი ეკონომიკური ზრდაო. ჩემი პასუხი არის მარტივი, სახელმწიფოს მართვის მიდგომა არის სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, როგორც კერძო კომპანიებში ხდება, რაც არის სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი, - განაცხადა ბიზნესმენმა ილია წულაიამ.

წამყვანმა ჰკითხა, რა არის ის ფაქტორები, რაც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის წინსვლას.

„ძალიან საინტერესო ფენომენია - რაიმე სასწაული თუ არ ხდება მსოფლიოში, რომელიმე პატარა ქვეყანა ნავთობს თუ არ მოიპოვებს და ეს რაიმე ბუსტის ეფექტს არ იქონიებს ეკონომიკურ ზრდაზე, სხვა შემთხვევაში ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდით საბედნიეროდ, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე. ამას მეკითხებიან ჩემი ჰარვარდის კურსელებიც, მირეკავენ ზოგჯერ და ინვესტიციებით ინტერესდებიან - რა ხდება საქართველოში, რატომ არის მაღალი ეკონომიკური ზრდაო. ჩემი პასუხი არის მარტივი, სახელმწიფოს მართვის მიდგომა არის სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, როგორც კერძო კომპანიებში ხდება, რაც არის სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი.

თავის დროზე დუბაიმ გააკეთა ეს და ძალიან სწრაფად წავიდა ეკონომიკური ზრდით. ვიცით როგორც განვითარდა, ნავთობი არ აქვს - უძრავი ქონებით, სასტუმროებით, ტურიზმით, ლოგისტიკით რა დონის ეკონომიკა აქვს. დაახლოებით იგივე მოდელს ვიღებთ ჩვენ. მთელი მთავრობა ორიენტირებულია იმაზე, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს, სწრაფად გადაწყვიტოს საკითხები, ინვესტიციები განახორციელოს ინფრასტრუქტურაში და ხელი შეუწყოს ყველა იმ პროექტს, რომელშიც დაინტერესებული იქნება ქართველი, თუ უცხოელი ინვესტორი. რა თქმა უნდა ბიუროკრატიის შემცირება და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა - ეს არის მთავარი რამ“, - აღნიშნა წულაიამ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ძალიან საინტერესო ფორუმი იყო, რომელიც წლებია იმართება, ყველაზე სასიხარულო და კარგი რაც არის, ფორუმიდან ფორუმამდე მასშტაბი, მონაწილეთა რაოდენობა იზრდება - ილია წულაია აბრეშუმის გზის ფორუმზე

27.10.2025.15:26

ბიზნესმენმა ილია წულაიამ აბრეშუმის გზის ფორუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმი წლიდან წლამდე იზრდება და მასში უფრო მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

„ძალიან საინტერესო ფორუმი იყო, რომელიც წლებია - 2015 წლიდან იმართება. ყველაზე სასიხარულო და კარგი რაც არის, წლიდან წლამდე, ფორუმიდან ფორუმამდე მასშტაბი, მონაწილეთა რაოდენობა იზრდება და შედეგობრივადაც უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, თუ რამდენი ქვეყნიდან არიან ჩამოსული სტუმრები კონკრეტული ინტერესებით, ინვესტიციებით, გადაწყვეტილი საკითხებით.

ვნახეთ, რომ ფორუმზე ჩამოსული იყო და ერთ-ერთ პანელზე მონაწილეობას იღებდა ადრე დაანონსებული ინვესტიციის ერთ-ერთი ავტორი Emaar-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ბატონი ალაბარი, რომელმაც [თბილისში] გახსნა ოფისი და დაწვრილებით ისაუბრა იმ ინვესტიციაზე, რასაც საქართველოში აპირებს“, - აღნიშნა წულაიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა