მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7216.6
-0.0159
flag
AZN 1.5845
-0.0004
flag
CNY 39.41
-0.0063
flag
EUR 3.1464
-0.0188
flag
GBP 3.6334
-0.0086
flag
KZT 57.99
-0.0021
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6936
-0.0002

გვინდა, რომ სისტემის განვითარებისთვის საჯარო მოხელეებს სიახლეები შევთავაზოთ - ლევან ჟორჟოლიანი

news image

ჩვენი მიზანია, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, ევროპის TOP 3 ქვეყანას შორის მოვხვდეთ,- ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, ადმინისტრაცია სხვადასხვა მიმართულებით ფართო კომპეტენციებს ფლობს, რაც სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფას, სამართლებრივ ზედამხედველობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის კონტროლს მოიცავს. 
„მთავრობის ადმინისტრაციის კომპეტენციები არის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა მთავარ კომპეტენციებში მაინც შედის სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაცია იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები აღსრულდეს. ასევე არის ზედამხედველობის კონტროლის ფუნქცია, რომელიც იყოფა ორ ნაწილად - ეს არის სამართლებრივი ზედამხედველობა ყველა იმ განკარგულებაზე, კანონპროექტზე თუ დადგენილებაზე, რომელსაც კონკრეტული სამინისტრო წარმოგვიდგენს, ასევე მუნიციპალიტეტების სამართლებრივი ზედამხედველობა დადგენილებების მიმართულებით. ასევე ეფექტიანობის კონტროლი, რომელიც მათ შორის დიდწილად მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების და საჯარო შესყიდვების ეფექტიან კონტროლს და არა მარტო. საკმაოდ დიდი არის ამ მიმართულებით მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედების არეალი“. - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციის კომპეტენციები მოიცავს როგორც უწყებებს შორის კოორდინაციასა და სამართლებრივ ზედამხედველობას, ისე სახელმწიფო სისტემის ეფექტიანობის კონტროლს და საჯარო სექტორში ადამიანური კაპიტალის განვითარებას. 
„საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის განვითარებაც მთავრობის ადმინისტრაციის კომპეტენციას განეკუთვნება და ჩვენ ახლა გვექნება 2025 წლის ანგარიში ამ მიმართულებით თუ რა გავაკეთეთ. გვინდა, რომ საჯარო მოხელეებისთვის, ზოგადად საჯარო სამსახურის სისტემის განვითარებისთვის სიახლეები შევთავაზოთ საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან ყოველდღიურად ჩვენს სამშობლოს, ჩვენს სახელმწიფოს.
ასევე მნიშვნელოვანი გვაქვს გრანტების მიმართულება - მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც გრანტს იღებს, მაგალითად, სახელმწიფო დაწესებულება და მას სჭირდება თანხმობა მთავრობისგან, ასევე როდესაც უცხოელი დონორი გასცემს კერძო არასამთავრობო ორგანიზაციაზე გრანტს, ასევე ჩვენს კომპეტენციაში შედის აღნიშნულთან დაკავშირებით საკითხის მომზადება მთავრობაზე განსახილველად.
ყველა ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ეს შეიძლება ითქვას, რომ არის ზუსტად ის პრიორიტეტები, რომელიც ჩვენ 2026 წელს გვექნება, განსაკუთრებით კონტროლის და მონიტორინგის მიმართულებით. იცით, რომ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, ზოგადად მთავრობას აქვს და პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა ეს, რომ გვინდა ტოპ სამ ქვეყანაში მოვხვდეთ - ეს არის კორუფციისგან თავისუფლების აღქმის ინდექსით ევროპაში. გვაქვს ამის რეალური საშუალება. ხედავთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დრამატულად არის ამ მიმართულებით მუშაობა გაზრდილი. ეს ეხება როგორც სამართალდამცავ უწყებებს, ასევე ეხება სხვა უწყებებსაც, მათ შორის არის მთავრობის ადმინისტრაცია, რომელსაც 300 მილიონის ეფექტი ჰქონდა მხოლოდ ექვს თვეში დაზოგილი ტენდერებიდან.
4 თვის შედეგები რაც გვაქვს - 118 მილიონი არის ეფექტი ბიუჯეტთან მიმართებაში. პირდაპირი ეკონომიები 84 მილიონი არის და ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. თუმცა რაც უფრო სისტემა გაუმჯობესდება და გაჯანსაღდება, ყველა ლოგიკით ეს რიცხვები უნდა ჩამოვიდეს ქვემოთ, ანუ მთავრობის ადმინისტრაციას ნაკლები ჩარევა უნდა დასჭირდეს კონკრეტული.
შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ სერიოზულ ნაბიჯებს. ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში შესყიდვების კანონში გვინდა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ამასთან მიმართებაში შიდა სამუშაოები თითქმის ბოლოში არის გასული და რასაკვირველია ბიზნესთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის ბიზნეს ასოციაციასთან. ამ საკითხებს შესაბამის ასოციაციებთანაც გავივლით, იმიტომ რომ შესყიდვები არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აწუხებს ხშირად ბიზნესს და გვინდა, რომ მაქსიმალურად გავაჯანსაღოთ და გავაუმჯობესოთ ამ მიმართულებით გარემო.
და რასაკვირველია, შევამციროთ მაქსიმალურად კორუფციული რისკები. კორუფციული რისკების შემცირება რას ნიშნავს? რომ ესე იგი უფრო მეტი თანხის დახარჯვა შეიძლება კონკრეტული პროექტებისთვის, ეს იქნება ინფრასტრუქტურული პროექტი თუ სოციალური პროექტი. ანუ რაც უფრო ხარჯვით ნაწილს ვუდგებით ასეთი ჯანსაღი მიდგომებით, ამ შემთხვევაში სახელმწიფოსაც და შემსყიდველ ორგანიზაციებსაც, კონკრეტულ სამინისტროებს, სსიპ-ებს თუ სხვას, თუ მუნიციპალიტეტებს იქვე უფრო მეტი რჩებათ იმისთვის, რომ ეს თანხები სხვადასხვა პროექტებს მოახმარონ“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში ტრანსპორტის სექტორი სტაბილურად და დინამიურად იზრდება, ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია - თამარ იოსელიანი

24.04.2026.11:16

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლი იყოს სანდო, პროგნოზირებადი და სწრაფი" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა მზარდ დინამიკას ინარჩუნებს. თამარ იოსელიანის თქმით, მიმდინარე მაჩვენებლები ძალიან მკაფიო სიგნალს იძლევა, რომ ტრანსპორტის სექტორი საქართველოში აგრძელებს სტაბილურ და დინამიურ ზრდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს ზრდა უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს.

„2025 წელი ძალიან წარმატებული იყო ტვირთბრუნვის მიმართულებით და საკმაოდ დინამიური და სტაბილური ზრდა გვქონდა. აღნიშნული დინამიკა შენარჩუნდა 2026 წლის პირველ კვარტალშიც. საანგარიშო პერიოდში ჩვენი პორტები დაახლოებით 4.3 მლნ ტონაზე მეტ ტვირთს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 15%-იანი ზრდაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონტეინერების მიმართულებითაც ზრდა ნარჩუნდება - გადამუშავებულია 188 ათას TEU, რაც დაახლოებით 6%-ით ზრდას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით რეკორდული იყო 2025 წელი და დაახლოებით 750 000 კონტეინერს მოვემსახურეთ, რაც დაახლოებით 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა გაიზარდოს და ამ მიმართულებით ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტიც ხორციელდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტვირთნაკადების კუთხით მიმდინარე წელს ძალიან კარგი დასაწყისია და თუ აღნიშნული დინამიკა შენარჩუნდება, 2026 წელი მთლიანობაში კიდევ უფრო შედეგიანი იქნება.

„ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია, ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა