მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

გვინდა, რომ ყოველი დანახარჯი იყოს მაქსიმალურად ეფექტის მომტანი, უზრუნველყოფდეს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც დასახულია - მიხეილ სარჯველაძე სოციალური პროგრამების ეფექტიანობაზე

news image

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, სოციალური და ზრუნვის პროგრამების შეფასება მხოლოდ ფინანსური დანახარჯებით არ უნდა ხდებოდეს და მთავარი კრიტერიუმი მათი ეფექტიანობა და შედეგები უნდა იყოს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი 2012 წლიდან დღემდე 18 მილიონიდან 120 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც სახელმწიფოს პრიორიტეტებს ნათლად აჩვენებს.

„არ შეიძლება ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით იყოს პროგრამები, რომელიც იზომება მხოლოდ დანახარჯებით. არ შეიძლება ჩვენ გავზომოთ მაგალითად თუნდაც ბავშვებთან დაკავშირებული ან მოხუცებთან დაკავშირებული ასეთი სოციალური მხარდაჭერის პროგრამები - ზრუნვის პროგრამები რაც არის, მხოლოდ იმით თუ რამდენი ლარი დაიხარჯა ამ პროგრამაზე. თუმცა ძალიან დიდი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია დანახარჯების ზრდას. ახლა ბავშვის პროგრამა მაგალითად 2012 წელს იყო სულ 18 მილიონი, ახლა არის 120 მილიონზე მეტია. ამას ვეღარ გადაფარავს ვერავინ რაც უნდა სპეკულაციური ინტერპრეტაციები შესთავაზონ. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მართლაც პრიორიტეტიზებული აქვს ბავშვის ინტერესი. ჩვენ გვინდა, რომ ყოველი დანახარჯი იყოს მაქსიმალურად ეფექტის მომტანი, უზრუნველყოფდეს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც დასახული აქვს ამ პროგრამას.

ეს პროგრამა ისე უნდა იყოს შექმნილი, ისე ფუნქციონირებდეს, რომ ის მაქსიმალურად უზრუნველყოფდეს ერთის მხრივ შედეგებს, მეორეს მხრივ კმაყოფილებას და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ალბათ მთავარი საზომი იმ პროექტებისა, პროგრამებისა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. საზომი იმიტომ, რომ ეს უზრუნველყოფდეს საბოლოო ჯამში კარგად გამოყენებას, ეფექტიან გამოყენებას. როგორ შეიძლება? საკმაოდ რთული პროცესია. ჩვენ ახლა იმპლემენტაციის პროცესში ვიმყოფებით და ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ ეს არის აუცილებელი პროცესი. და სხვათა შორის არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სწორედ ასეთ მიდგომებს მოაქვს შედეგად, რომ გასულ წელს მოგეხსენებათ, რომ იყო აღიარება - განათლებასაც ეხებოდა ეს და ჯანდაცვის სისტემასაც, სადაც აღიარებული იქნა ეფექტიანობის თვალსაზრისით ერთ-ერთ საუკეთესო სისტემად იქნა აღიარებული ქართული სისტემა ამ კუთხით. ეს გაუმჯობესება და პროგრესი, რომელიც აქვს ჩვენს სისტემას, ეს იქნა აღიარებული ძალიან ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ“, - განაცხადა მინისტრმა

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოსა და კვიპროსს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა მზარდია

03.04.2026.17:00

საქართველოსა და კვიპროსს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა მზარდია. საქართველოდან კვიპროსში იმპორტი 2329%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან კვიპროსში 3 827.7 ათასი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 157.6 ათასი დოლარის. საქართველოდან კვიპროსში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი  ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის ორ თვეში კვიპროსში სულ 4 სახეობის პროდუქციის ექსპორტია დაფიქსირებული.

პროდუქტები, რის ექსპორტსაც საქართველო კვიპროსში ახდენს:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 3 572.0 ათასი დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 122.7 ათასი დოლარი
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 122.0 ათასი დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 11.1 ათასი დოლარი.

ექსპორტის პარალელურად მზარდია კვიპროსიდან იმპორტიც. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ თურქმენეთიდან 18 532.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 776.4 ათასი დოლარის. ზრდა 943%-ია. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო კვიპროსიდან ყიდულობს:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 17 617.2 ათასი დოლარი
  • მოწყობილობა საბეჭდი, საღებავ-ჭავლური საბეჭდი მანქანების ჩათვლით - 554.9 ათასი დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 140.0 ათასი დოლარი
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 63.9 ათასი დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 32.0 ათასი დოლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა