არსებული ფასწარმოქმნის ჯაჭვი და ბიზნესოპერაციები ადგილობრივ წარმოებას არაკონკურენტულ გარემოში აყენებს. შესაბამისად, საბოლოო პროდუქტი, რომელსაც ისინი ქმნიან, არაკონკურენტუნარიანია - შოთა ბერეკაშვილი
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, კომისიის სხდომაზე, წინა შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ მწარმოებლებთან საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა.
მისი თქმით, არსებული ფასწარმოქმნის ჯაჭვი და ბიზნესოპერაციები, ადგილობრივ წარმოებას არაკონკურენტულ გარემოში აყენებს და ეს საბოლოო პროდუქტის არაკონკურენტუნარიანობაზეც აისახება.
„საერთო ჯამში, რომ შევაფასეთ ყველაფერი, არსებული ფასწარმოქმნის ჯაჭვი და ბიზნესოპერაციები, ადგილობრივ წარმოებას, არაკონკურენტულ გარემოში აყენებს. თავისთავად, ეს აისახება იმაში, რომ საბოლოო პროდუქტი, რომელსაც ისინი ქმნიან, არაკონკურენტუნარიანია. ჩვენი მიზანია თქვენთან ერთად შევძლოთ ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშნელობის საკითხია, რადგან იმპორტულ საქონელთან ჯანსაღი კონკურენციის, სწორი ბიზნეს პროცესების მართვის პირობებში და თქვენი ბიზნეს-ეფექტურობის გაზრდის პირობებში, გვინდა, რომ ადგილობრივი წარმოება გავხადოთ კონკურენტუნარიანი, რაც საბოლოო ჯამში, აისახება კონკურენტუნარიან ფასზე. წარმოება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის და ჩვენი ეკონომიკის ინკლუზიურობის, გვინდა იყოს ყველაზე დაცული და ეფექტური.“ - განუცხადა ბერეკაშვილმა სხდომაზე დამსწრე მწარმოებლებს.
დღეს, კომისიის წევრები, კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელ კომპანიებთან ერთად მსჯელობენ ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების შესახებ.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
19.02.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1566 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6769 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6769 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6778 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1566 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1692 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0126 ლარი შეადგინა.