გვინდა გავძლიერდეთ, როგორც საფინანსო ჰაბი რეგიონში - სებ-ის პრეზიდენტი
ჩვენ გარკვეულწილად გვაქვს უპირატესობა იმ მხრივ, რომ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან და ევროკავშირის სტანდარტებზე რამდენიმე წელია ვარგებთ ჩვენს რეგულაციებს, ასევე აზიურ სამყაროსთან, რადგანაც ვემსახურებით დერეფანს და გვინდა, რომ გავძლიერდეთ, როგორც საფინანსო ჰაბი რეგიონში, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა,
მისივე თქმით, ამიტომ ყველასთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა და ამას სებ-ი ცდილობს კიდევ.
აღსანიშნავია, რომ Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ნათია თურნავამ ბოლო პერიოდის ვიზიტები შეაჯამა და აღნიშნა, რომ აზრთა გაცვლა გამოცვლა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებთან და ასეთი დონის შეხვედრებს სამომავლო თანამშრომლობის კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
07.07.2025.19:15
2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, ხოლო მაისში 245.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორდიელდა, ჯამურად 2025 წლის იანვარ-მაისში წმინდა შესყიდვებმა 613.5 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ივნისის სტატისტიკა კი 25 ივლისს გამოქვეყნდება.
2025 წლის ივნისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.1% (754.4 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 254.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 6 აგვისტოს გამოაქვეყნებს.