მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

გვესმის, რომ ჰიდროენერგეტიკა უნდა განვითარდეს, რათა გავხდეთ თვითკმარი ქვეყანა და უარი ვთქვათ იმპორტზე, თუმცა აუცილებელია მოხმარების გაზრდაც - Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორი

news image

Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორის, დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროენერგეტიკის განვითარება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, პარალელურად საჭიროა ქარისა და მზის ენერგიის პროექტების დაბალანსებული განვითარებაც, რათა ინვესტორებისთვის გრძელვადიანი პროგნოზირებადი გარემო შეიქმნას.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, დავით ტყეშელაშვილმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, რაც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებასა და ენერგოსისტემის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც სახელმწიფო მოდიოდა ბიზნესთან სალაპარაკოდ, ძალიან მისასალმებელია, რომ ისინი იყვნენ ღია და გულწრფელები. ქალბატონმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა და ყველას მოუწოდა, პირდაპირი სათქმელი ეთქვათ ბიზნესთან - ეს იქნება ჰიდრო, ქარი თუ მზე - რათა დაენახათ, რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე შეიძლება დადგნენ 10-წლიან გრძელვადიან პერიოდში. ისინი აპრიორიტეტებენ ჰიდროს, რაც, რა თქმა უნდა, სწორია ჰიდრო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი და ნამდვილად უნდა განვავითაროთ ის, რაც ყველაზე მეტად შეგვიძლია. თუმცა ჩვენს ქვეყანაში არის შესაძლებლობა, რომ ასევე განვითარდეს ქარიც და მზეც. სახელმწიფო ფიქრობს, რომ ჯერ უნდა განვითარდეს ქარი, შემდეგ მზე.

მე, როგორც მზის სექტორის წარმომადგენელი, ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში კიდევ უფრო აუცილებელია მსჯელობა, ექსპერტების ჩართვა, ჰიდროსა და ქარის შედარება, სიმულაციების ჩატარება, რათა ზუსტად დავინახოთ, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას. საჭიროების შემთხვევაში, როცა იქნება ჭარბი ენერგია, უნდა მოხდეს შეზღუდვები და პრიორიტეტი დაინიშნოს ჰიდროსთვის, შემდეგ  ქარისთვის, ხოლო მზის ენერგია გამოყენებული იქნას მხოლოდ ჭარბი სიმძლავრის დროს. ეს პროცესი ასე არ უნდა განხორციელდეს, რადგან როგორც ინვესტორი, რომელიც გეგმავს ძალიან დიდ პროექტებს, მნიშვნელოვანია, რომ 10-წლიან გეგმაში არ ვდგე ისეთ პრობლემებთან, რომ მომიწიოს ენერგიის შეზღუდვა ან გათიშვა. მესმის, რომ ჰიდრო უნდა განვითარდეს და ქვეყანა უნდა გახდეს თვითკმარი, თუმცა ამავე დროს აუცილებელია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა“, - აცხადებს დავით ტყეშელაშვილი.

ტყეშელაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაცია, ისე ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. მისი თქმით, ისეთი პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი, საქართველოს ექსპორტის შესაძლებლობებს გააფართოებს, თუმცა პარალელურად სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი მოხმარების ზრდასაც, მათ შორის შესაბამისი სტიმულებისა და სუბსიდიების მეშვეობით. ეს ხელს შეუწყობს ბიზნესს, ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადასვლასა და განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით მზის პროექტებში ინვესტიციების ზრდას.

„მე მხარს ვუჭერ იმას, რომ ქვეყანაში გაიზარდოს ელექტროენერგიის თვითმოხმარება. ვფიქრობ, სახელმწიფო ამაზე დაიწყებს ზრუნვას. ყველაფერი ერთად ვერ მოხდება, ამიტომ აუცილებელია სუბსიდიები, რომ მე, როგორც საწარმოს მფლობელს, გამიჩნდეს ინტერესი გადავიდე ელექტროენერგიის მოხმარებაზე. შედეგად, სახელმწიფოსა და ბიზნესს ექნება ნაკლები პრობლემა და მეც უფრო მეტად მომინდება მზის ინვესტიციების განხორციელება ქვეყანაში“, - განმარტავს Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები l ვახტანგ ცინცაძე

10.04.2026.15:31

„აზიის განვითარების ბანკმა აზიის ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ მაღალი - 7.5 პროცენტი, ხოლო 2026 წელს, მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტი იქნება, რაც წინა წლის პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულად დაბალ დონეზე შემცირებაზე, ასევე საერთაშორისო რეზერვების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2026 წელს აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში საშუალო ინფლაციის დონე 3.8 პროცენტი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.

„აზიის განვითარების ბანკი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ისწრაფვის, გახდეს სავაჭრო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი. ამ მიმართულებით ყურადღება მახვილდება არაერთ რეფორმაზე, რომელიც ხელს უწყობს, მათ შორის, საბაჟო და სხვა პროცედურების გაუმჯობესებას. ბანკი ასევე ხაზს უსვამს იმ ინფრასტრუქტურულ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია როგორც საპორტო, ასევე სარკინიგზო მიმართულებით“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო, ყურადღება გამახვილებულია თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებზე, რომლებიც საქართველოს გააჩნია, ასევე იმ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცულობას, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების ნდობას და მიმზიდველობას საქართველოსადმი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა