მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

გვაქვს ძალიან მკაფიო ამოაცანა, რომ რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება - ირაკლი კობახიძე

news image

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოაცანა, რომ რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რამდენიმე წელიწადში მთლიანად აღმოვფხვრათ საქართველოში უკანონო მიგრაციის  პრობლემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ციფრები არის მნიშვნელოვანი საფუძველი დასკვნების გაკეთებისთვის. 

„ციფრები არ მოსწონს ტრადიციულად ოპოზიციას, ამ დროს ციფრებში არის გამოხატული სინამდვილე. ციფრები აჩვენებს იმას, თუ რა მდგომარეობა გვაქვს. მე მოვიტანე აქ ის ციფრები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებით უარყოფით სინამდვილეზე მიანიშნებს, მაგრამ არის ციფრები, რომლებიც ადასტურებს, რომ ის სპეკულაციური განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმოდა მიგრაციასთან დაკავშირებით, არაბიზაციასთან დაკავშირებით, იყო თავიდან ბოლომდე სპეკულაციები და არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. ციფრები ადასტურებს ამას. როგორც ციფრები ადასტურებს იმას, რომ შობადობის კუთხით გვაქვს მძიმე ტენდენციები, ასევე ციფრები ადასტურებს იმას, რომ საქმე ისე არაა, როგორც რადიკალური ოპოზიცია ამ ყველაფერზე საუბრობდა. ციფრები არის მნიშვნელოვანი საფუძველი დასკვნების გაკეთებისთვის და ამიტომ ვისაუბრე ფართოდ შესაბამის მონაცემებთან დაკავშირებით. 

რაც შეეხება მართვის უუნარობას და პასუხისმგებლობის არიდებას, ჩვენ ზუსტად ჩვენი მხრიდან ვაინიცირებთ შესაბამის საკითხებს, ოპოზიციის მხრიდან ინიციატივებიც არ მოდის, ვგულისხმობ რადიკალურ ნაწილს პარლამენტის შიგნით, თუ პარლამენტის გარეთ. არავითარი ინიციატივები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. თუ რაიმე არის ფორმალურად ინიციატივა, არაფერს არ აქვს რეალურად არგუმენტირებული საფუძველი. ჩვენ გამოვდივართ ისევ ინიციატივებით და ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა უკავშირდებოდა სწორედ მიგრაციის საკითხებს და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს შესაბამისი კანონის მიღებისათვის. კანონი არის საფუძველი სწორი პოლიტიკის გატარებისთვის. ჩვენ უკვე ყველამ ერთად მივიღეთ შესაბამისი ზომები, რაც ქმნის საფუძველს საემიგრაციო პოლიტიკის დახვეწისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა. არათუ თავს ვარიდებთ პასუხისმგებლობას, არამედ პირიქით, ჩვენ თავად ვსაუბრობთ პროაქტიულად  ჩვენს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და გამოვდივართ კონკრეტული ამოცანით, რომ რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია და როგორც უკვე ითქვა, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება, რაც მოგვცემ იმის საშუალებას, რომ რამდენიმე წელიწადში მთლიანად აღმოვფხვრათ საქართველოში უკანონო მიგრაციის  პრობლემა. ამას ემატება სხვა ზომები, როგორიც არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება, კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და ა.შ. არათუ თავს ვარიდებთ პასუხისმგებლობას, არამედ პირიქით, ჩვენ თავად ვსაუბრობთ იმ პასუხისმგებლობაზე, რომლითაც უნდა ვიმოქმედოთ შემდეგი წლების განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა GREDA-ს წარმომადგენლებთან ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის განაწილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილა

18.02.2026.16:12

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან (GREDA) გამართულ შეხვედრაზე ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილა. მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს კანონპროექტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე, რომლებიც განახლებადი ენერგიის რესურსებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის პირდაპირ, სამართლიან და ეფექტიან გამოყენებას ითვალისწინებს იმ დასახლებებში, სადაც ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება.

კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და GREDA-მ ერთობლივად მოამზადეს. კანონი მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის რესურსებზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან მომდინარე გრძელვადიანი სარგებლის განაწილების მხარდამჭერი მექანიზმის დანერგვას, რომელიც, უპირველესად, ქონების გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემისა თუ სოფლის საჭიროებებისთვის აკუმულირებას გულისხმობს, სადაც გენერაციის ობიექტები შენდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის ფაქტი, რომ ქონების გადასახადებიდან სოლიდური თანხები მოხმარდება ადგილობრივი დასახლებების განვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს ინვესტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კომუნიკაციას და გაზრდის ინტერესს ახალი ელექტროსადგურების პროექტების მიმართ.

მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტით განსაზღვრულია ენერგეტიკული პროექტის სამშენებლო ფაზის დაწყებისთანავე სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობაც ექნებათ ადგილობრივი დასახლების საერთო კრების მიერ განსაზღვრულ პირებს და სამოქალაქო საზოგადოებას - სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს, როგორ განიკარგოს და ადგილობრივად რა პროექტებს მოხმარდეს გენერაციის ობიექტების ქონების გადასახადიდან მიღებული თანხების კონკრეტული წილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში GREDA-სთან გამართულ სამუშაო შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ესწრებოდა მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე სოხაძე და ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოგოლაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა