გვაქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და წარმატებული ჩემპიონატების ორგანიზების გამოცდილება „ბაკურიანი 2025“-ის მაღალი ხარისხით ჩასატარებლად - ირაკლი ბურჭულაძე
„ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში გაიმართება, უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხით, რასაც ადასტურებს ჩვენი გუნდის გამოცდილება და ასევე თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურის ხარისხი, რომელიც 2023 წლის ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოეწყო“ - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ „ბაკურიანი 2025-ის“ საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში განაცხადა. მისი თქმით, ოლიმპიური ფესტივალი სამთო-სათხილამურო მიმართულებით სხვადასხვა დისციპლინებში დიდველის არეალში ჩატარდება.
ირაკლი ბურჭულაძის შეფასებით, საქართველოსთვის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის წარმატებით ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის შიგნით სპორტის პოპულარიზაციისთვის“ - აღნიშნა ბურჭულაძემ.
„ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. მთავრობის განკარგულებით, კომისია ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების და ორგანიზაციების კოორდინაციას, ასევე ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას უზრუნველყოფს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.19:00
საქართველოდან ლუდის ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ ექსპორტზე 3 670.4 ათასი დოლარის ღირებულების 3 139 555 ლიტრი ლუდი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 483 426 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით ლუდის ექსპორტი წლიურად 26,4%-იაა გაზრდილი.
საქართველოში ჩამოსხმული ლედისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია. სწორედ ყაზახეთზე მოდის საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის 32%-ი.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ლუდის ექსპორტს ახდენს:
ბოლო წლებში საქართველოდან ლუდის ექსპორტი მზარდია. 2024 წელს ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე სულ 5 875 035 ათასი დოლარის ღირებულების 7 048.4 ლიტრი ლუდი გაყიდა.