მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.1
-0.0003
flag
AZN 1.5836
-0.0003
flag
CNY 37.729
0.0003
flag
EUR 3.1492
0.0098
flag
GBP 3.631
0.007
flag
KZT 50.09
0.0021
flag
TRY 0.0653
-0.0001
flag
USD 2.693
-0.0006

GTM Group-მა, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 32-მილიონ ლარზე მეტი შეიტანა - ვინ არიან მფლობელები

news image

მნიშვნელოვანია პროექტის სოციალური განზომილება, დღეს, „ჯორჯია მეტალის" მეტალურგიულ ქარხანაში  400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90 %-ზე მეტი ადგილობრივია, ზესტაფონის მკვიდრი, გაფართოების შემდეგ კი, ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონში, „ჯორჯია მეტალის" მეტალურგიული ქარხნის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება და ინფრასტრუქტურული განვითარება ახალ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან სტიმულს ქმნის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

„ასეთი მასშტაბური პროექტების უკან ყოველთვის დგას კონკრეტული ადამიანების ხედვა და პატრიოტიზმი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს, ბატონებს - ავთანდილ კოჩაძესა და ზურაბ ღიბრაძეს. მადლობა თქვენ ამ პროექტის განხორციელებისთვის და მადლობა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მხოლოდ ამ პროექტით არ გამოიხატება,"- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ავთანდილ კოჩაძისა და ზურაბ ღიბრაძის მათ მიერ დაფუძნებულმა მეორე კომპანიამ, GTM Group-მა, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 32-მილიონ ლარზე მეტი შეიტანა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ქართულ ბიზნესს ეროვნული მნიშვნელობის პროექტების განხორციელება. ირაკლი კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა პროექტის ფინანსურ პარტნიორს - „საქართველოს ბანკს" და  მის გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს.

„ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ასეთი - ეროვნულ კაპიტალზე დაფუძნებული, თანამედროვე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განვითარების ხელშეწყობაა. ასეთი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში. მოგეხსენებათ, მთელი ამ წლების, განსაკუთრებით კი ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ქმნის საუკეთესო საფუძველს, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესის, წარმოების და კონკრეტულად ინდუსტრიული წარმოების განვითარებას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას - მარიამ ქვრივიშვილი

05.09.2025.17:48

„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიმართულია განვითარებული ქვეყნების რიგში საქართველოს შესაყვანად, კეთილდღეობისა და დოვლათის ზრდისკენ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ზესტაფონში შპს „ჯორჯია მეტალის" - ახალი მეტალურგიული ქარხნის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. 

თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უმაღლესი ხარისხის დანადგარებით აღჭურვილ მეტალურგიული საწარმო მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საწარმო ნათელი მაგალითია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის, რაც გულისხმობს კერძო ინიციატივების ხელშეწყობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. 

მეტალურგიულ საწარმოში 400 ადამიანზე მეტია დასაქმებული, ინვესტიცია 80 მლნ ლარს შეადგენს, წლიური წარმადობა კი 400 ათას ტონა სამშენებლო მასალას გადააჭარბებს.  

„სწორედ ეს არის ის მოცულობა, რომელიც დაემატება ჩვენს შიდა სამომხმარებლო ბაზარს და რომლითაც შემცირდება ქვეყანაში იმპორტის საჭიროება. გადამამუშავებელ მრეწველობას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. მიმდინარე პერიოდში  სექტორი 200 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რაც მთლიანი დასაქმების 15%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ  განვაგრძოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თანმიმდევრული პოლიტიკა, ყველა საჭირო ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით განაგრძობს აღნიშნული გზით აქტიურ მუშაობას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით,  საქართველო გლობალურადაა გამორჩეული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით - საქართველოს მთავრობის საპროგნოზო მოლოდინებს იზიარებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც.

„ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებას, ისევე, როგორც სუვერენიტეტის გაძლიერებას, რაც ფუნდამენტური წინაპირობაა ადამიანზე, მეწარმესა და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად. სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი თითოეული მოქალაქის, საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა