მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7095
-0.0056
flag
AZN 1.5858
-0.0008
flag
CNY 38.694
0.0008
flag
EUR 3.1377
-0.0062
flag
GBP 3.6192
-0.0095
flag
KZT 52.73
-0.0015
flag
TRY 0.0624
-0.0001
flag
USD 2.6961
-0.0014

Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ფრანგული Groupe ADP-ის წევრ „ტავ ჯორჯიას“-ს მიერ შეთანხმების გაფორმების ღონისძიებაში, რომლის თანახმად კომპანია 2031 წლის ბოლომდე გააგრძელებს ოპერირებას.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გაფორმებული შეთანხმებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება - ფრანგული სახელმწიფო კომპანია - Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, ხუთი წლით გააგრძელებს.

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო ავიაციის სექტორის წვლილსა და მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში.

„ავიაციის სექტორს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ტრანსპორტის და ლოჯისტიკის, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში. წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების გამორჩეულ პრიორიტეტს წარმოადგენს აღნიშნული ინდუსტრიის გაძლიერება, საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი პირდაპირი ფრენების უზრუნველყოფა. ავიაციის სექტორს უდიდესი პოტენციალი გააჩნია, შესაბამისად, ჩვენ თანმიმდევრულად განვაგრძობთ სექტორის პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ჯორჯია“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და „ტავ ჯორჯია“-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, Groupe ADP-ის თავმჯდომარე და გენერალურმა დირექტორმა ფილიპე პასკალმა, TAV Airports-ის პრეზიდენტმა სერქან კაპტანმა და სხვა - სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის თანმიმდევრულმა და ეფექტურმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და დღეს ქვეყანა მორიგ წარმატებასა და რეკორდულ შედეგებს აღნიშნავს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიაში. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, საქართველოში ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ხუთი საკვანძო მიმართულებით - ავიაკომპანიების, პირდაპირი მიმართულებების, ფრენის სიხშირეების, მგზავრთანაკადისა და ტურისტული ვიზიტების კუთხით. ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან დღესდღეობით 77 ავიაკომპანია, 125 პირდაპირი მიმართულებით ასრულებს ფრენებს.

„პირდაპირი ფრენების მატებამ, განაპირობა ისტორიული შედეგი - სამივე საერთაშორისო აეროპორტი 8,5 მლნ მგზავრსა და 37,000-ზე მეტ რეისს მოემსახურა. ეს 2024 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 14%-იან და რეისების 16%-იან ზრდას წარმოადგენს. ავიაციის სექტორის განვითარება კი, პირდაპირპროპორციულად ისახება ტურიზმის სექტორის მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებაზე - 2025 წლის ტურიზმის სექტორში უპრეცენდენტო წარმატებას მივაღწიეთ - ჩვენმა ქვეყანამ 5 მილიონ 500 ათას-ზე მეტ ტურისტულ ვიზიტს უმასპინძლა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დღევანდელი შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო მყარად განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას და საავიაციო სექტორის სწორ განვითარებას - ლევან მოსეშვილი

15.01.2026.20:13

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის მასშტაბური ზრდის პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ TAV Georgia-სთან  შეთანხმება გააფორმა,  რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთავარი აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ფრანგული საავიაციო ჯგუფი GROUPE ADP  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარებისთვის 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო ოპერირების ვადა კი  2031 წლის ბოლომდე გახანრძლივდება.

,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ავიაციისთვის. ხელი მოვაწერეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან შეთანხმებას ფრანგულ საავიაციო ჯგუფ Groupe ADP-თან, რომლის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს აეროპორტის ინფრასტრუქტურასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხს. ინვესტიცია დასრულდება 2028 წლის ბოლომდე და მოიცავს ტერმინალის მასშტაბურ გაფართოებას, რის შედეგადაც აეროპორტის გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

დღევანდელი შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო მყარად განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას და საავიაციო სექტორის სწორ განვითარებას. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია თბილისის აეროპორტის რეგიონულ ავიაციურ ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის მასშტაბური გაფართოება, რის შედეგადაც მისი საერთო მოცულობა დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება. პროექტი მოიცავს როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონების განვითარებას, რაც აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას არსებული 5 მილიონი მგზავრიდან მინიმუმ 10 მილიონამდე გაზრდის. პარალელურად, თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 58-დან 65-მდე გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაფართოვდება აეროპორტის ბაქანი.

ხელშეკრულების შესაბამისად, აეროპორტების გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას — დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული წლიური შემოსავალი სამჯერ გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, აეროპორტის მმართველი კომპანია უზრუნველყოფს ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის ახალი ავიამიმართულებების განვითარებისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვისთვის.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა