გრძელვადიან პერიოდში ალბათ დიდი გამოწვევა იქნება ხელოვნური ინტელექტი და დასაქმება - ლაშა ქავთარაძე
ბევრი კომპანია ხელოვნურ ინტელექტს ნერგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტიულობა იზრდება, - ამბობს რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე. მისივე თქმით, გარკვეულ დარგებში სამუშაო ძალის მისაზიდად ხელფასების ზრდა უწევთ. მისი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში ხელოვნური ინტელექტი და დასაქმება მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩება.
მისივე განმარტებით, მაკროდონეზე სამუშაო ძალის პრობლემა არ შეიმჩნევა, საკმარისია. თუმცა მიკროდონეზე, გარკვეულ სექტორებში, გვხვდება შემთხვევები, როდესაც მოთხოვნა მაღალია, ხოლო მიწოდება დაბალი.
„შესაბამისად, შემდგომ უხდებათ ის, რომ არ ჩერდება ხელფასების ზრდის ტემპი. სწორედ ერთ-ერთი განმაპირობებელი ეს არის, რომ ზოგიერთ დარგში მაგალითად სტუმარ-მასპინძლობის დარგში არის დიდი მოთხოვნა, ასევე სამშენებლო სექტორში დიდი მოთხოვნაა სამუშაო ძალაზე. დეფიციტი არის შესაბამისად მათ, რომ მიიზიდონ სამუშაო ძალა უწევთ ხელფასების ზრდის ტემპი ყოველწლიურად ჰქონდეთ მაღალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გაგრძელდება მომდევნო პერიოდებში, თუმცა არიან დარგები სადაც სამუშაო ძალა შეიძლება არ დასჭირდეთ იმდენი რამდენიც დღეს არის. ხელოვნური ინტელექტით იქნება განპირობებული. ბევრი კომპანია ხელოვნურ ინტელექტს ნერგავს რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტიულობა უფრო და უფრო იზრდება. ინფორმაციისა და კომუნიკაციების დარგი ავიღოთ, შესაძლოა აქ დასაქმება შემცირდეს, მაგრამ მისი გამოშვება გაიზრდება იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის დიდი ინტენსივობით დანერგვა ხდება ეს იქნება პროგრამირების კუთხით და ასე შემდეგ და ამაზე არის მოთხოვნა დღეს. უცხოეთიდან არის დიდი დაკვეთები და სწორედ ამ დაკვეთების ფონზე უწევს ამ დარგს, რომ გაზარდონ პროდუქტიულობა და რაც შეიძლება დიდი დოზით შემოიყვანონ ხელოვნური ინტელექტი. ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერიოდში ალბათ დიდი გამოწვევა იქნება ხელოვნური ინტელექტი და დასაქმება. ანუ ეკონომიკური ზრდა შესაძლოა იყოს მაღალი ბევრ ქვეყანას შეარჩუნებული, თუმცა სამუშაო ძალაზე მოთხოვნა არ იქნება დიდი. ეს დილემა შეიძლება შეგვექმნას“, - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.
აღნიშნულ თემაზე საურისას ქავთარაძემ ასევე აღნიშნა, რომ აქ ძირითადი განმსაზღვრელი იქნება განათლების სისტემა, ესა თუ ის დარგი რამდენად კვალიფიციურ კადრებს გამოუშვებს, რადგანაც ამ კვალიფიციურმა ხალხმა შემდეგ უნდა აითვისონ ხელოვნური ინტელექტი
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური საკითხი ეს არის, რომელიც რა თქმა უნდა შემდგომ განსაზღვრავს ჩვენს პოტენციურ დონესაც, ანუ პოტენციური დონე შეგვინარჩუნდება რაზეც ახლა შეფასებებს ვაკეთებთ, თუ შეიძლება ქვემოთ წამოვიდეს. ამისი ძირითადი განმსაზღვრელი იქნება სწორედ განათლების სისტემა. აი ეს დარგი რამდენად კვალიფიციურ კადრებს გამოუშვებს. იმიტომ, რომ ამ კვალიფიციურმა ხალხმა შემდეგ უნდა აითვისონ ხელოვნური ინტელექტი. თუ აქ იქნება დაბალი დონე, შესაბამისად ათვისებაც ვერ იქნება, ანუ აქ კონკურენციას ჩვენ დავკარგავთ სხვა ქვეყნებთან შედარებით ამიტომ არის, რომ ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური კადრები ყველა მიმართულებით, ჯერ-ჯერობით სანამ ხელოვნური ინტელექტი გარკვეულწილად გათანაბრდება. თუმცა ეს გრძელვადიანი პერსპექტივა არის“, - აცხადებს ქავთარაძე.
სხვა სიახლეები
იანვარში ექსპორტი 19%-ით გაიზარდა - საქსტატი
13.02.2026.11:37
2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 597.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.2 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 480.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 117.0 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 34.5 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარში 636.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 თებერვალს.