მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008

გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5%, ხოლო იანვარ-აპრილში 8.8% შეადგინა - ვახტანგ ცინცაძე

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობს - მისი ინფორმაციით, აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა. ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა ამჯერადაც საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო.

 

აპრილში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, განათლების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში. ასევე ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერი იყო საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები - აპრილის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მისმა მოცულობამ 616 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ზრდის მაჩვენებელი 41%-ით განისაზღვრა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

 

ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის არსებული პოზიტიური ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება და  გაგრძელდება. როგორც ის აღნიშნავს, მთავრობა არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არამხოლოდ რეგიონული მასშტაბით, არამედ გლობალურადაც  ლიდერი ქვეყანა იყოს მომდევნო წლების განმავლობაში.

 

აღსანიშნავია, რომ ასევე რეკორდულ ნიშნულზეა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მოცულობა - 826 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ ასევე საკმაოდ მაღალია ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ტემპი და კერძოდ, მთავრობა ინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების 8%-მდე ფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.

 

მთავრობა ასევე აგრძელებს სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც ხელს უწყობს ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდას და საბოლოო ჯამში ქვეყანაში პოტენციური ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება. ეს, რა თქმა უნდა, აისახება როგორც მოსახლეობის დასაქმებაში, ისე შემოსავლების ზრდაში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fitch-ის პროგნოზით, 2025-26 წლებში საქართველოში ინფლაცია საშუალოდ 3.2% იქნება

31.05.2025.10:26

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. აღნიშნული განპირობებულია სანდო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს, ჯანსაღი საბანკო სექტორისა და ზომიერი სახელმწიფო ვალის მაჩვენებლით. 

სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც საპროგნოზო მაჩვენებლები გაზრდილია, კონკრეტულად Fitch 2025 წელს 5.6%-იან, ხოლო 2026 წლის 5.2%-იან ზრდას მოელის. წინა შეფასებით კი 2025 – 5.3%, 2026 – 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო პროგნოზირებული.

Fitch აღნიშანავს რომ საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა ნარჩუნდება, რაც იანვარ - აპრილის 8.8%-იანი ზრდით გამოიხატა, რაც მათ შორის განპირობებულია მომსახურების სექტორის ძლიერი მაჩვენებლებით.  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო  Fitch-ის აზრით, პოტენციური ზრდა გამოწვეულია ინვესტიციებით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტის და სამშენებლო დარგებში. 

მიმოხილვის მიხედვით, იმის მიუხედავდ რომ შიდა მოთხოვნა ძლიერია, ინფლაცია 2024 წელს სებ-ის მიზნობრივ 3%-ს ქვემოთ შენარჩუნდა. Fitch-ის პროგნოზით, 2025-26 წლებში ინფლაცია საშუალოდ 3.2% იქნება.

Fitch-ის პროგნოზით, წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენა 2025-26 წლებში მშპ-ს საშუალოდ 3.8%-მდე მოხდება.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2025 წლის აპრილში 4,52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. Fitch მოელის, რომ ეროვნული ბანკი გააგრძელებს სავალუტო შესყიდვებს. 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ შემდეგ განახლებას 21 ნოემბერს გამოაქვეყნებს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა