გონივრული პოლიტიკის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია, უკეთ მომზადებულია საგარეო შოკებთან გასამკლავებლად - სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, მე-4 მუხლის კონსულტაციების ფარგლებში, 25 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდში საქართველოში შეხვედრები გამართა.
„გონივრული მაკროეკონომიკური მართვისა და პოლიტიკის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია. ამავდროულად, გლობალური გაურკვევლობის ზრდის ფონზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ომის გათვალისწინებით, პერსპექტივის მიმართ გამოწვევები იზრდება. კონფლიქტი მოკლევადიანი თუ იქნა, ველოდებით, რომ საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას განაგრძობს, თუმცა უფრო ზომიერი ტემპით. ეს იქნება ბოლო წლების გონივრული მართვის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ სურსათისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო მთლიანმა ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა, საბაზო ინფლაცია შეზღუდული რჩება. საგარეო პოზიცია გაძლიერდა, რამეთუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა და საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ფისკალური პოლიტიკის დისციპლინა შენარჩუნებულია, სახელმწიფოს ვალი დაბალია, თუმცა მზარდია ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი გეოპოლიტიკური რისკები: მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის ომის შესაძლო გახანგრძლივების გამო. საქართველო უკეთ მომზადებულია საგარეო შოკებთან გასამკლავებლად, ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლით და პოლიტიკის ბუფერებით. სამომავლო პოლიტიკა უნდა მიიმართოს მაკროფინანსური სტაბილურობისა და დიდი შრომით მიღებული სანდოობის შენარჩუნებაზე. ძლიერი ზრდის შენარჩუნებისა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნის მიზნით, სტრუქტურული რეფორმები უნდა აჩქარდეს“, – აცხადებს ალეხანდრო ჰაჟდენბერგი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ცენტრალური ბანკი იმით არის ცნობილი ბოლო შოკების პერიოდში, რომ სხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს და ასეც გაგრძელდება - ნათია თურნავა
07.04.2026.12:52
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შედარებით დაბალ ინფლაციური პერიოდები გვქონდა, გამომდინარე რისკებიდან (რუსეთ-უკრაინის ომი, აღმოსავლეთის კონფლიქტი), ჩვენ შევხვდით ამ გამოწვევას გამკაცრებული პოლიტიკის განაკვეთით, 8% არის დღეის მდგომარეობით, ჩვენი პოლიტიკის განაკვეთი. მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ის შევინარჩუნეთ, ჩვენი ნეიტრალური განაკვეთი არის 7%, ანუ 1%-ით მაღალია, ვიდრე ჩვენი ნეიტრალური განაკვეთი. გვქონდა იმედი რა თქმა უნდა რომ შემდგომ მისი ნორმალიზაცია და შემცირება შეგვეძლებოდა თუმცა ახლა ჩვენ მსგავსად ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყნის ცენტრალური ბანკისა ჯერ-ჯერობით ვართ მოლოდინის რეჟიმში და ვუყურებთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რა ხანგრძლივობით იქნება გამოხატული შოკი. გამომდინარე აქედან, ჩვენ მზად ვართ იმისთვისაც რომ გამკაცრება გავაკეთოთ ჩვენი პოლიტიკის, თუმცა დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები. თქვენ თუ ნახავთ მათ შორის, წამყვანი ცენტრალური ბანკების ქმედებას ძირითადად, ისინიც არიან ჯერ-ჯერობით მოლოდინის რეჟიმში. ზოგადად, საქართველოს ცენტრალყრი ბანკი იმით არის ცნობილი ბოლო შოკების პერიოდში რომ სხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს და ასეც გაგრძელდება , - განაცხადა ნათია თურნავამ.