მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

საქართველო ევროპის სივრცეში ერთადერთი ქვეყანა იყო, ვისაც არ ჰქონდა ეს საკითხები დარეგულირებული - გიორგი ცაგარეიშვილი შრომითი მიგრაციის კონტროლის გამკაცრებაზე

news image

საქართველომ შრომითი მიგრაციის კონტროლის გამკაცრება დაიწყო. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა განმარტა, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად დანერგილი ახალი რეგულაციები და კვოტირების სისტემა მიზნად ისახავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან არათანაბარი კონკურენციის აღმოფხვრას, რამაც ბოლო წლებში სერვისის სექტორიდან საქართველოს მოქალაქეების გამოდევნა გამოიწვია.

„საქართველო ევროპის სივრცეში ერთადერთი ქვეყანა იყო, ვისაც არ ჰქონდა ეს საკითხები ამგვარად დარეგულირებული. ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ჩამოვრჩით პროცესებს ამ მიმართულებით. სხვათაშორის, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაც იყო ჩვენი მათთან დაახლოების მიმართულებით. ამას სულ გვიმეორებდნენ და დღემდე გვიმეორებენ, რომ ეს საკითხი არ იყო დარეგულირებული ისე როგორც ამ სივრცეს ეკადრება და ჩვენ გამოწვევებს უპასუხებდა.

2023 წელს შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებები მივიღეთ, რომელმაც იურიდიულ პირებს გაუჩინა ვალდებულება, რომ მათთან მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩვენს სისტემაში დაერეგისტრირებინათ. ამგვარი რეესტრი ფაქტობრივად არასრული სამი წელი მოქმედებდა ჯანდაცვის სამინისტროში. სისტემაში ჩვენ პირველ მარტამდე დავარეგისტრირეთ უკვე 51 000 უცხო ქვეყნის მოქალაქე. ეს ადამიანები გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა კომპანიებში  და ამ კომპანიებს გაუჩნდათ კანონისმიერი ვალდებულება და ისინი ამ ადამიანებს ჩვენთან არეგისტრირებდნენ. ეს იყო უფასო. იყო რაღაც ჯარიმების სისტემა გამოყენებული და მეტ-ნაკლებად ამან იმუშავა იმ მიზნებისთვის რაც გვქონდა ჩვენ იმ წუთისთვის, მაგრამ ეს იყო ძალიან მოძველებული სისტემა, რომელიც მიახლოებულ სტატისტიკასაც კი არ გვაძლევდა იმ ადამიანების, ვინც შემოსული იყო უცხოეთიდან და ჩვენთან მუშაობდა. მის მიღმა ჩვენ ვგრძნობდით, რომ უამრავი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო დარჩენილი, რომელიც არ იყო ასახული შესაბამისად სისტემაში და მათთან დაკავშირებით ჩვენ ფაქტობრივად არაფერი არ ვიცოდით და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო ამ ნაბიჯებისა, ასეთი მკვეთრი ნაბიჯებისა ამ მიმართულებით გადადგმული და არა მხოლოდ ეს ბუნებრივია. თქვენ აკვირდებით ამ პროცესებს ძალიან აქტიურად და სულ გესმოდათ ოპონენტების მხრიდან საუბარი ემიგრაციაზე და ემიგრაციის ხვედრითი წილი საქართველოში არის საკმაოდ დიდი,  ეს ყველამ იცის, ეს არ არის და დასამალი და დასაფარი და ამაზე წუხდა ჩვენი ოპონენტი და სულ გვიკიჟინებენ  რომ რას აკეთებთ, რატომ გადის ამდენი ადამიანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რატომ ეძებენ ეს ადამიანები სამსახურს გარეთ და მინდა გითხრათ მიგრაცია-ემიგრაციასთან პირდაპირ ბმაშია და სარკისებურად აირეკლება  ურთიერთისგან და მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება ერთ-ერთი წამახალისებელი იყო აქტიურ-ემიგრაციული პროცესებისა. რას ვგულისხმობ ამის ქვეშ  - მაგალითად ავიღოთ მიტანის სერვისი, ე.წ საკურიერო  მომსახურება, რომელიც ძალიან დინამიურად ვითარდებოდა, ძალიან საინტერესო სფერო იყო ჩვენი ეკონომიკისა, განსაკუთრებით კოვიდის მერე.

შემოსავლებიც იზრდებოდა ამ სფეროში და ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე დასაქმდა ამ მიმართულებთ. განსაკუთრებით, ახალგაზრდა და არა მხოლოდ მინდა გითხრათ  მაგრამ აი სადღაც 2022 წლიდან დაიწყო მასობრივად შემოდინება უცხო სამუშაო ძალამ ამ სეგმენტში და ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გამოდევნეს ამ სფეროდან.  როცა ანალიზს ვაკეთებდით ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და სხვა სტრუქტურებთან ერთად, მივედით იმ დასკვნამდე რომ ამ სფეროში შემოსავლებმა დაიკლო ანუ  კურიერებისთვის შემოსავლებმა, ანაზღაურებას ვგულისხმობ. იცი თქვენ რომ ეს ადამიანები არიან  თვითდასაქმებულები, ისინი ინდივიდუალურ მომსახურების ხელშეკრულებას აფორმებენ ან Glovo-სთან ან Wolt-თან ან სხვა საკურიერო საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირთან, ისინი შრომით საქმიანობას საქართველოში არ ეწევიან, ისინი არიან ამ ინდივიდუალური შეთანხმებებით დაკავშირებული მსხვილ საკურიერო კომპანიებთან და ამ მომსახურებით გარკვეულ შემოსავალს უკეთებდნენ გენერაციას, როგორც ჩანს აქ შემოსავლებმა იკლო და საქართველოს მოქალაქეებმა უბრალოდ კონკურენციას ვერ გაუძლეს და მოხდა ნელ-ნელა გამოდევნა საქართველოს მოქალაქეების ამ სეგმენტიდან“, - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეთავაზებულმა დაბალმა ანაზღაურებამ შრომის ბაზარზე არათანაბარი კონკურენცია შექმნა, რამაც ადგილობრივი მუშა ხელის სხვადასხვა სექტორიდან გამოდევნა და ქვეყნიდან ახალი ემიგრაციული ტალღა გამოიწვია.

მისივე განმარტებით, ლიბერალური სავიზო რეჟიმი უცხოელ სტუდენტებსა და მიგრანტებს საშუალებას აძლევდა, რეგულაციების გარეშე ჩართულიყვნენ ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც მცირე ზომის ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე რომელიც აქ შემოდის მათი დიდი ნაწილი არიან სტუდენტები. ძალიან ბევრმა აკადემიური აიღო  და შესაბამისად დარჩა საქართველოში. თქვენ იცით რომ ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან ძალიან ლიბერალური სავიზო რეჟიმი გვაქვს, ექვსი თვით შეუძლია ადამიანს შემოვიდეს და იმუშაოს, საზღვრის კვეთას დააფიქსირებს,  შემობრუნდება ისევ ექვსი თვით გაახანგრძლივებს აქ ყოფნას და ა.შ. აქედან გამომდინარე, აქ ძალიან დიდი კონკურენცია შეიქმნა, საქართველოს მოქალაქეებმა ამ კონკურენციას როგორც ჩანს  ვერ გაუძლეს და გაჩნდა ახალი მიგრაციის ტალღა საქართველოდან, უკანასკნელ წლებს რომ  თვალი გადაავლოთ და მათ შორის მე ვფიქრობ, ესეც იყო გამომწვევი და ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა. არც ტერიტორიულად და არც რიცხოვნობით და ნებისმიერი ასეთი რყევები მყისიერად ეტყობა ხოლმე საზოგადოებას და ჩვენ ეკონომიკასაც და მათ შორის ამ ბიზნესის სტრუქტურასაც. ეს თვალში საცემი იყო.  ათასობით და ათი ათასობით უცხო ქვეყნის მოქალაქე, მე შეგნებულად ქვეყნებს არ დავასახელებ, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ინდო-ჩინეთიდან იყო - ეს რა თქმა უნდა პრობლემა იყო. პრობლემა იყო ასევე ტაქსის მძღოლების მიმართულებით, პრობლემა იყო გიდების მიმართულებით. ოღონდ გიდების მიმართულებით აქ სხვა პრობლემებიც იყო თვალშისაცემი, შემიძლია პირდაპირ გითხრათ სახელმწიფო უსაფრთხოებაზე გადიოდა მათ შორის ეს საკითხები.

ვერცერთი თავმოყვარე საზოგადოება, სახელმწიფო ამას დიდხანს ვერ გაუძლებდა, ეს თვალშისაცემი იყო და გვესმოდა ჩვენ ეს ყველაფერი საყოფაცხოვრებო დონეზე, მაგრამ გვქონდა მუდმივი კავშირი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ეს წუხილი მათგან მოდიოდა.  მინდა იცოდეს საზოგადოებამ რომ ამის აღმსრულებელი ამ დათქმებისა, კანონისმიერი დათქმებისა და მათ შორის კანონქვემდებარე აქტით რაც დაგვევალა მთავრობისგან რა თქმა უნდა ვართ ჩვენ -  ჯანდაცვის სამინისტრო და მისი ქოლგის ქვეშ მომუშავე დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო სააგენტო, მაგრამ ყველაფერი ეს რაც აისახა და რაც გადატანილი იყო დოკუმენტებში აისახა თითქმის ერთწლიანი მუშაობის შედეგად და უამრავი შეხვედრის და კონსულტაციის შედეგად საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა იყო ეს და ჩვენ შემდეგ ჩავერთეთ განხილვაში ჯანდაცვის სამინისტროს ვგულისხმობ, ისევე როგორც ყველა სხვა სამთავრობო სტრუქტურა. ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა პარლამენტში, სხვა სტრუქტურებში - ეკონომიკის სამინისტრო ჩართული იყო, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო და ძალიან ბევრი სტრუქტურა. ყველას ჰქონდა თავისი შენიშვნა, შეფასება ამ სიტუაციის და ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს ყველაფერი აგვესახა ამ დოკუმენტში და საბოლოოდ მივიღეთ ის დოკუმენტი რაც მივიღეთ“, - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ 1-ელი მარტიდან სისტემაში უკვე 500-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა. გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, სახელმწიფო იწყებს შრომითი ნაკადების მკაცრ კონტროლს, რაც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის აუცილებელი პირობაა. მისივე თქმით, ახალი სისტემა შემთხვევითი ადამიანებისგან ბაზრის გაწმენდასა და ადგილობრივი კადრების პრიორიტეტულობას უზრუნველყოფს.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, დავაგვიანეთ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და აუცილებელი იყო, მას ალტერნატივა არ აქვს. არის საკმაოდ არაერთგვაროვანი სიტუაცია შრომის ბაზარზე და მინდა გითხრათ, რომ შრომითი ნაკადების მართვაც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა მათ შორის ქვეყნის სტაბილირობის. ამის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. ძალიან ბევრი პროცესის მართვა, გაძღოლა და დაგეგმვა უბრალოდ ეკონომიკაში სწორი ორიენტირებისა და ვიფიქრეთ, რომ ახლა სწორედ მომწიფდა ამისთვის მდგომარეობა, რომ მიგვეღო ეს დათქმები და აგვემოქმედებინა ეს ყველაფერი პირველი მარტიდან.

კვოტირების სისტემაც სწორედ ამიტომ გაჩნდა და გაჩნდა მხოლოდ 4 სფეროში ამას დაემატა მეოთხე, არის სამთო  გამცილებლები, სადაც 200 ადამიანი  შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უნდა ამ სამ სფეროში მუშაობა აქ ვერ იმუშავებს, გამორიცხულია.

ამასთან ერთად, ჩვენ შემოვიღეთ ის რაც არასდროს არ გვქონია დამკვიდრებული და ძალიან ბევრ რამეში ხელს გვიშლიდა - შრომის ბაზრის ტესტი, რომლის დამკვიდრების გარეშე და ამოქმედების გარეშე ჩვენ შორს მიმავალ გეგმებს შრომითი ურთიერთობების დარეგულირების, უცხოელთა ჩვენ შრომით ბაზარზე დამკვიდრების მიმართულებით ფაქტობრივად ვერ გადავდგამთ. შრომის ბაზრის ტესტი ჩვენთან არ არსებობდა, ახლა ჩვენ ეს დავამკვიდრეთ, ასევე ამ კანონმდებლობით. ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმების ხელშემწყობი სააგენტო აფასებს ინდივიდუალურად ყოველ უცხოელს, შემოსულს საქართველოში სამუშაოდ, მას შეუძლია თუ არა აქ მუშაობა კვალიფიკაციითაც, განათლებითაც, გაქანებითაც - გაქანებაში ვგულისხმობ მათ შორის, ინვესტიციების დაბანდებას საქართველოში და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა შევაფასოთ, უნდა დავწმინდოთ სისტემა შემთხვევითი ადამიანებისგან,  რა თქმა უნდა უნდა მივიღოთ უცხოელი მხოლოდ ისეთი, რომელიც საქართველოს, მის მიზნებს გამოადგება ეკონომიკაში და ბიზნესში. ეს არ არის ახალი ველოსიპედი, რომელიც ჩვენ გამოვიგონეთ. ეს ყველგან ასეა და თქვენ ნახეთ, რომ როგორც კი ქვეყნებმა გადაუხვიეს ამ მიმართულებით არჩეულ  გენერალურ ხაზს მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა წინა ადმინისტრაციის პერიოდში და იცით თქვენ ბატონი ტრამპი და სხვა მისი კოლეგები ამბობენ, რომ 20-დან 25 მილიონ ადამიანამდე არალეგალი შრომითი მიგრანტი შემოეხიზნა შეერთებული შტატებს, რომლებმაც ძალიან დაამძიმეს სიტუაცია ისეთ სახელმწიფოში რომელსაც კოლოსალური შემოსავლები აქვს. სოციალურ სისტემაზე ისეთი ზეწოლა მოახდინა ამ გიგანტურმა რაოდენობამ მოსახლეობის, იქაც გაუჭირდათ ამის გადახარშვა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ყველამ კარგად, რომ შეერთებული შტატები სწორედ ემიგრანტთა სახელმწიფოა და დაარსების დღიდან სწორედ ასე მოდის დღემდე, უამრავი ტალღა ემიგრანტებისა მთელი მსოფლიოდან შეიწოვა და გაითავისა და გადახარშა, მაგრამ ახლა გაუჭირდათ. შეერთებულ შტატებს თუ უჭირთ,  ჩვენ ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა საფრთხეების წინაშე დავდგებით თუ ამას არ მივხედეთ. ამიტომ შრომის ბაზრის ტესტი დამკვიდრდება, უკვე დამკვიდრდა, პირველი მარტიდან ის მოქმედებს უკვე.

დღეს გვყავს უკვე სისტემაში რეგისტრირებული 500-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ანუ ამით შემიძლია გითხრათ, რომ რეფორმა ფაქტობრივად შედგა,  პირველ ნაბიჯი ჩვენ გადავდგით. ადამიანები უნდა მიეჩვიონ, რომ არსებობს სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს მათი ყოფნის აუცილებლობას საქართველოში და კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ, ჩვენ არ ვაპირებთ კედლების აღმართვას ჩვენსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ჩანართი  - საქართველოს ხელისუფლება,  საქართველოს მთავრობა პირველ რიგში ზრუნავს საქართველოს მოქალაქეზე და მერე დანარჩენზე.  

სტატისტიკა ღია იქნება,  ეს არის საჯარო ინფორმაცია, პირდაპირ გითხარი ციფრი. თქვენ ნახავთ 1,2,3 თვის შემდეგ რამდენი უცხოელი დარეგისტრირდება ჩვენთან და რამდენს მიეცემა ნებართვა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალისამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა - ეს არის ჩვენისაზრუნავი | მარიამ ქვრივიშვილი

14.03.2026.17:23

„ამბასადორი აილენდ ბათუმის" პროექტი არის ახალი სიტყვა საქართველოსმშენებლობისა და არქიტექტურის ისტორიაში, რადგანაც პროექტის დასრულებისშემდეგ მივიღებთ 84 ჰექტარზე განთავსებულ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს დაერთ ხელოვნურ კუნძულს,  რომლის ნახევარიც რეკრეაციული ზონა იქნება, -  ამისშესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმაბათუმის ხელოვნურ კუნძულზე პირველი ცათამბჯენის საძირკველში სიმბოლურიკაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა. პირველი ცათამბჯენისინვესტიცია  200 მლნ აშშ დოლარი იქნება. 

დღეს გვაქვს პატივისაფუძველი ჩავუყაროთ პირველ ცათამბჯენს ბათუმისხელოვნურ კუნძულზერომელიც ახალი ბათუმის ერთ-ერთი სიმბოლო გახდებატრადიციულად შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ იმ სიკეთეებზეთუ რა მოაქვს200 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარისრეგიონისთვისშეიქმნება ასობით ახალი სამუშაო ადგილიასევე უნიკალურიარქიტექტურა და ახალი მიზიდულობის ცენტრითუმცაყოველივე ეს ჩვენმასაზოგადოებამ ძალიან კარგად იცისრადგან კომპანიათავის მხრივხშირადსაუბრობს ამ პროექტის ღირებულებებზეისევე როგორც სიკეთეებზე", - აღნიშნამარიამ ქვრივიშვილმა.

ქვეყნის მიმზიდველობა განაპირობებს მსგავს პროექტებსმსგავსი პროექტებისგანვითარება კი ზრდის ქვეყნის მიმზიდველობასსწორედ ესაა თანამშრომლობისფორმულარომელიც მშვიდობის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილიაროცა ყველამოგებულია და შეთანხმება ყველასთვის ხელსაყრელიასწორედ ეს არის ჩვენიხელისუფლების ხედვაჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობაახალისამუშაო ადგილებიმდგრადი დასაქმების შესაძლებლობა, - ეს არის ჩვენისაზრუნავირომელიც ყოველთვის გვახსოვს და რაც არის ჩვენი მთავრობის მთავარიგანმსაზღვრელიზრუნვა ჩვენს ხალხზეზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე და ზრუნვაჩვენს ხვალინდელ დღეზე ", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა

კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმისპროექტის ფარგლებში ტერიტორიაზერომლის 49% რეკრეაციულ ზონას დაეთმობაასევე იგეგმება პირველისაერთაშორისო სტანდარტის იახტკლუბისსაგანმანათლებლო დაწესებულებების,სავაჭრო ცენტრებისსასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტებისმშენებლობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა