მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

გიორგი აბაშიშვილი - IRI-ის კვლევის შეფასება ცხადყოფს, რომ სებ-ი სანდო ინსტიტუციაა, რომლის სწორი და რეფორმატორული პოლიტიკა მაღალ შეფასებას იმსახურებს

news image

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 39% პროცენტი პოზიტიურად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას. აღსანიშნავია რომ ამ მონაცემით, წლევანდელი მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება IRI-ის წინა კვლევების მაჩვენებლებს და ეროვნული ბანკის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, წინა წლებთან შედარებით. 2023 წლის მარტის მონაცემებით, ეროვნული ბანკის საქმიანობას პოზიტიურად აფასებდა გამოკითხულთ 36%, 2022 წლის მარტის კვლევებით - 29%, 2021 წლის ივნისის კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 22% აფასებდა ეროვნული ბანკის საქმიანობას პოზიტიურად. ექსპერტთა შეფასებით, ეროვნული ბანკის საქმიანობის გაზრდილი პოზიტიური შეფასება მიუთითებს, რომ სებ-ი სანდო ინსტიტუციაა, რომლის სწორი და რეფორმატორული პოლიტიკა მაღალ შეფასებას იმსახურებს. „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებლის გიორგი აბაშიშვილის თქმით, კვლევის შედეგები უმნიშვნელოვანესი აღიარებაა და ეროვნული ბანკისადმი საზოგადოების, ბიზნესის, პროფესიული წრეების სრულ ნდობაზე მეტყველებს. „მე მესმის, რომ სხვადასხვა კითხვები არსებობს „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ პოლიტიკური ნაწილის კვლევებთან დაკავშირებით, რასაც მე ვერ შევაფასებ. თუმცა, კვლევის ნაწილში, რომელიც ეროვნულ ბანკს შეეხება, ერთ მარტივი რამ იკითხება - ერთი მხრივ, სებ-ში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციის შემოღებას ითვალისწინებდა, მეორე მხრივ, სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ განხორციელებულმა სწორმა, ღია და რეფორმატორულმა პოლიტიკამ სებ-ისადმი ნდობა არა თუ მიმდინარე წლის, არამედ ბოლო შვიდი წლის მაქსიმალურ მაჩვენებლამდე გაზრდა. ეს უმნიშვნელოვანესი აღიარებაა და ეროვნული ბანკის მიმართ საზოგადოების, ბიზნესის, პროფესიული წრეების სრულ ნდობაზე მეტყველებს“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს.

 

Open photo

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

06.03.2026.19:06

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

კომისიის თავმჯდომარემ უწყებათაშორის კომისიას გააცნო ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

სხდომაზე ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის პროექტი და მასში შემავალი აქტივობები. ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისას არასრუწლოვანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

კომისიის სხდომას დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო უწყებების (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ - შსს მომსახურების სააგენტო, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112") ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა