მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7076.5
-0.0217
flag
AZN 1.5959
-0.0042
flag
CNY 38.096
-0.01
flag
EUR 3.1672
-0.0042
flag
GBP 3.6463
-0.0076
flag
KZT 50.2
0.0021
flag
TRY 0.0651
-0.0001
flag
USD 2.713
-0.0071

ღვინის მწარმოებელი კომპანიების TOP 5 - უახლესი მონაცემები

news image

საქართველოში რთველი ფაქტობრივად მიიწურა და სამეწარმეო სექტორიც გააქტიურდა – ღვინის მწარმოებელი კომპანიები ახალი წარმოების ციკლს შეუდგნენ. ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის, თუ ვინ არიან დარგის ლიდერები.

Business Insider Georgia გთავაზობთ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილ 2025 წლის მეორე კვარტლის ბრუნვის მიხედვით ღვინის მწარმოებელ ტოპ 5 კომპანიას.

  • სს ბადაგონი
  • სს თელიანი ველი
  • შპს Bolero & Company
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
  • შპს კახური ღვინის მარანი

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

საინტერესოა, ვინ არიან ლიდერი კომპანიების მგლობელები.

სს ბადაგონი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 15/10/2003. მისი გენერალური დირექტორია  მარინა გიორგაძე.

სს თელიანი ველი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 25/09/1997. მისი გენერალური დირექტორია თეიმურაზ ჯანყარაშვილი.

შპს Bolero & Company - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/11/2012. მისი გენერალური დირექტორია ირაკლი ბექაური, ხოლო ერთპიროვნული დირექტორი - დავით ბოჭორიშვილი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი.

შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 08/09/2004. მისი გენერალური დირექტორია დავით დუგლაძე. კომპანიის 25.66%-იანი წილის მფლობელია ალექსანდრე ივანიშვილი, 25.68% -ს ზაალ დუგლაძე ფლობს, 25.66%-ს დავით დუგლაძე, ხოლო დარჩენილ 23%-ს შპს აისი ინკ.

შპს კახური ღვინის მარანი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 30/08/2007. მისი 100%-იანი წილის მფლობელია ნუგზარ ქევხიშვილი, გენერალური დირექტორი - ნუგზარ ქევხიშვილი.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან ესპანეთში ექსპორტი 62%-იან ზრდას აჩვენებს

07.10.2025.17:00

საქართველოდან ესპანეთში ექსპორტი 62%-იან ზრდას აჩვენებს. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 35 767.8 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22 051.3 ტონა. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოდან ესპანეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სასუქებია. სწორედ სასუქებზე მოდის ესპანეთში ექსპორტის 29%-ია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთში ყიდის:

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 10 530.1 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 10 008.2 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 9 113.7 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 1 573.0 ათასი დოლარი;
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 766.1 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ესპანეთიდან იმპორტს 24%-იანი ზრდა ფიქსირდება. 2025 წლის 8 თვეში საქართველომ 166 843.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა ესპანეთიდან, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 134 219.1 ათასი დოლარის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთიდან ყიდულობს: 

  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 13 469.8 ათასი დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 13 239.3 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 6 842.3 ათასი დოლარი;
  • ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - 6 235.9 ათასი დოლარი;
  • სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 5 755.4 ათასი დოლარი;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა