ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა - ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 ივლისის განკარგულებაში „2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ცვლილება შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, განკარგულების თანახმად, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
„ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად; არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1,00 ლარად, ასევე 1,00 ლარად დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს.
საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით, ათასობით მევენახე-ფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევა, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის. რთველის ფარგლებში, საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად. 2025 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია.
ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს. რთველი 2025-ის საკოორდინაციო შტაბის განთავსების მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი გურჯაანი.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
შაბათობით კონკრეტულ პროდუქციაზე გვექნება ფასდაკლებები - რა სიახლეებს უმზადებს Ikokids მომხმარებელს
საქართველოს ბანკის, ვინდფორსის და ორგანიზაცია სისხლის უანგარო დონორების ინიციატივა საქართველოსთვის
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკისა და CFN-ის კამპანიაში Galt & Taggart-ი ჩაერთო
სხვა სიახლეები
14.08.2025.19:00
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 21 991.4 ათასი დოლარის ღირებულების 2 886.2 ტონა ნაჭუჭგაუცლელი ფისტა იყიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. გასული წლის 6 თვეში ქვეყანამ 2 225.6 ტონა ფისტას იმპორტი განახორციელა.
საქართველოში იმპორტირებული ფისტას 54%-ი ქვეყანაში აშშ-დან შემოვიდა.
TOP 5 ბაზარი, საიდანაც საქართველო ფისტას იმპორტს ახორციელებს:
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ფისტას იმპორტი მზარდია. 2024 წელს საქართველომ 4 245.7 ტონა ფისტა იყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 148%-ით გაზრდილი მაჩვენებლებია.