მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

Geosky Airlines -ის 2025 წლის სტრატეგიული შეჯამება: ბიზნეს გეგმის წარმატებით შესრულებული ეტაპი და მოდერნიზებული, სრულად განახლებული სატვირთო ფლოტი

news image

2025 წელი ავიაკომპანია Geosky-სთვის ნიშნავს სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს, რომლის ფარგლებშიც ავიაკომპანიამ სრულად და წარმატებით შეასრულა დამტკიცებული ბიზნეს გეგმით განსაზღვრული მიზნები. 
როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, წლის განმავლობაში Geosky-ის სატვირთო საჰაერო ფლოტს ეტაპობრივად დაემატა ოთხი Boeing 767-300F ტიპის საჰაერო ხომალდი, რაც წარმოადგენს ავიაკომპანიის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს. ფლოტის აღნიშნული მოდერნიზაცია და ზრდა ეფუძნება წინასწარ დაგეგმილ, დეტალურად გაანალიზებულ და ბაზრის რეალურ მოთხოვნებზე მორგებულ სტრატეგიას.

„ფლოტის გაფართოებამ გაზარდა ავიაკომპანიის ოპერაციული გამტარუნარიანობა, გააძლიერა საერთაშორისო ქსელის მოქნილობა და შექმნა დამატებითი შესაძლებლობები გლობალურ სატვირთო საავიაციო ბაზარზე. განხორციელებული ინვესტიცია ხაზს უსვამს ავიაკომპანია Geosky-ს გრძელვადიან ხედვასა და პასუხისმგებლიან მიდგომას მდგრადი განვითარების მიმართ“, - აცხადებენ Geosky-ში.

ირკვევა, რომ ბიზნეს გეგმის შესრულებამ და ფლოტის სრულად განახლებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა ორგანიზაციულ განვითარებაზეც. 2025 წლის განმავლობაში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, რაც მოიცავს როგორც საფრენო და საინჟინრო პერსონალს, ისე ოპერაციულ და ადმინისტრაციულ რესურსს.

ადამიანური რესურსების გაძლიერება Geosky-სთვის წარმოადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტს და ფლოტის ზრდის განუყოფელ ნაწილს.
ფლოტის სრული განახლებისა და ოპერაციული მოდერნიზაციის პარალელურად, 2025 წელი Geosky Airlines-ისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერტიფიცირებებისა და ინდუსტრიული აღიარებების წლად იქცა, ავიაკომპანიამ მნიშვნელოვანი აღიარებები, ავტორიზაციები და სერტიფიცირებები მოიპოვა.

Geosky-ს 2025 წლის საერთაშორისო მიღწევები და სერტიფიცირებები:

IOSA RBI 2025 აუდიტის წარმატებით დასრულება — ადასტურებს Geosky Airlines-ის უსაფრთხოების მაღალ კულტურასა და IATA-ს საოპერაციო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის CCAR-276 ავტორიზაციის მოპოვება — ავიაკომპანიას ანიჭებს უფლებას განახორციელოს სახიფათო ტვირთების (DG) საჰაერო გადაზიდვა ჩინეთში და ჩინეთიდან, მკაცრი რეგულატორული მოთხოვნების დაცვით.

სერბეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული DG გადაზიდვის ნებართვა — უზრუნველყოფს DG ტვირთების ტრანსპორტირებას სერბეთის მიმართულებით და სერბეთიდან, ევროპული და ეროვნული საავიაციო რეგულაციების სრული დაცვით.

IATA-ს წევრობის ოფიციალური სერტიფიკატის გადაცემა რომში — წარმოადგენს Geosky Airlines-ის გლობალური ინდუსტრიული აღიარების ერთ-ერთ უმაღლეს ნიშნულს.

IOSA აუდიტის წარმატებით დასრულება (2024) — შექმნა მყარი ოპერაციული და რეგულატორული საფუძველი 2025 წლის სტრატეგიული მიღწევებისთვის.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა მიღწევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავიაკომპანიის შესაბამისობა გლობალური ავიაციის უმაღლეს სტანდარტებთან.


„2025 წელი ავიაკომპანია Geosky Airlines-ისთვის განსაკუთრებული და გარდამტეხი ეტაპი იყო. 2017 წლიდან 2025 წლამდე ავიაკომპანია წარმატებით ოპერირებდა რარიტეტული Boeing 747-200F ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებით, რომლებიც წლების განმავლობაში წარმოადგენდა Geosky-ის ოპერაციული შესაძლებლობების, მაღალი კომპეტენციისა და ბრენდის იდენტობის მნიშვნელოვან სიმბოლოს საჰაერო სატვირთო ბაზარზე. თუმცა, გლობალური სატვირთო ავიაციის ინდუსტრიაში არსებული ტენდენციებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, Geosky Airlines-მა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება: ფლოტის განახლება და სრულად მოდერნიზებული Boeing 767-300F ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებით დაკომპლექტება. ოთხი ახალი Boeing 767-300F ტიპის საჰაერო ხომალდით ფლოტის გაფართოება და სრული განახლება ხაზს უსვამს ჩვენი სტრატეგიული გეგმების განხორციელების ეფექტურობას. ფლოტის ზრდა არა მხოლოდ ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება, არამედ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და აძლიერებს ჩვენი გუნდის კვალიფიკაციას. Geosky განაგრძობს სტრატეგიული გეგმის განვითარების ზუსტ შესრულებას, საერთაშორისო ბაზარზე სანდო და კონკურენტუნარიანი მოთამაშის როლის განმტკიცებას“, - აცხადებენ
Geosky Airlines-ში.

ოთხი Boeing 767-300F ტიპის საჰაერო ხომალდის დამატება ერთ კალენდარულ წელიწადში ადასტურებს, რომ Geosky Airlines-ის განვითარების გზა ემყარება სწორ დაგეგმვას, ეტაპობრივ განხორციელებასა და ფინანსურ დისციპლინას.

აღნიშნული შედეგი ქმნის მყარ საფუძველს ავიაკომპანიის შემდგომი გაფართოებისა და საერთაშორისო პოზიციონირების გასაძლიერებლად.

შესრულებული 2025 წლის სტრატეგიულ მიღწევებზე დაყრდნობით, Geosky Airlines 2026 წელს იწყებს განვითარების ახალ ეტაპს — გაძლიერებული ფლოტით, გაზრდილი შესაძლებლობებითა და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მკაფიო მიზნებით.
Geosky Airlines აგრძელებს საქმიანობას სტრატეგიული ხედვით, ოპერაციული სტაბილურობითა და პარტნიორებზე ორიენტირებული მიდგომით, რაც ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს დარჩეს სანდო და კონკურენტუნარიან მოთამაშედ გლობალურ სატვირთო საავიაციო ბაზარზე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალისამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა - ეს არის ჩვენისაზრუნავი | მარიამ ქვრივიშვილი

14.03.2026.17:23

„ამბასადორი აილენდ ბათუმის" პროექტი არის ახალი სიტყვა საქართველოსმშენებლობისა და არქიტექტურის ისტორიაში, რადგანაც პროექტის დასრულებისშემდეგ მივიღებთ 84 ჰექტარზე განთავსებულ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს დაერთ ხელოვნურ კუნძულს,  რომლის ნახევარიც რეკრეაციული ზონა იქნება, -  ამისშესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმაბათუმის ხელოვნურ კუნძულზე პირველი ცათამბჯენის საძირკველში სიმბოლურიკაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა. პირველი ცათამბჯენისინვესტიცია  200 მლნ აშშ დოლარი იქნება. 

დღეს გვაქვს პატივისაფუძველი ჩავუყაროთ პირველ ცათამბჯენს ბათუმისხელოვნურ კუნძულზერომელიც ახალი ბათუმის ერთ-ერთი სიმბოლო გახდებატრადიციულად შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ იმ სიკეთეებზეთუ რა მოაქვს200 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარისრეგიონისთვისშეიქმნება ასობით ახალი სამუშაო ადგილიასევე უნიკალურიარქიტექტურა და ახალი მიზიდულობის ცენტრითუმცაყოველივე ეს ჩვენმასაზოგადოებამ ძალიან კარგად იცისრადგან კომპანიათავის მხრივხშირადსაუბრობს ამ პროექტის ღირებულებებზეისევე როგორც სიკეთეებზე", - აღნიშნამარიამ ქვრივიშვილმა.

ქვეყნის მიმზიდველობა განაპირობებს მსგავს პროექტებსმსგავსი პროექტებისგანვითარება კი ზრდის ქვეყნის მიმზიდველობასსწორედ ესაა თანამშრომლობისფორმულარომელიც მშვიდობის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილიაროცა ყველამოგებულია და შეთანხმება ყველასთვის ხელსაყრელიასწორედ ეს არის ჩვენიხელისუფლების ხედვაჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობაახალისამუშაო ადგილებიმდგრადი დასაქმების შესაძლებლობა, - ეს არის ჩვენისაზრუნავირომელიც ყოველთვის გვახსოვს და რაც არის ჩვენი მთავრობის მთავარიგანმსაზღვრელიზრუნვა ჩვენს ხალხზეზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე და ზრუნვაჩვენს ხვალინდელ დღეზე ", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა

კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმისპროექტის ფარგლებში ტერიტორიაზერომლის 49% რეკრეაციულ ზონას დაეთმობაასევე იგეგმება პირველისაერთაშორისო სტანდარტის იახტკლუბისსაგანმანათლებლო დაწესებულებების,სავაჭრო ცენტრებისსასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტებისმშენებლობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა