Georgia Capital-ი ჯანდაცვის ბიზნესში ფართოვდება - რომელი კომპანიის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო ჯგუფმა
Georgia Capital-ი 2025 წლის III კვარტლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს. Georgia Capital-ის 2025 წლის მესამე კვარტალის შედეგები კიდევ ერთ ძლიერ ოპერაციულ და ფინანსურ მაჩვენებელს უსვამს ხაზს, რაც კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტების შესრულების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესის გაგრძელებას ადასტურებს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლის 25 ოქტომბერს კომპანიის ჯანდაცვის სერვისების ბიზნესმა გადაწყვეტილება მიიღო „გორმედის“ შეძენაზე, რომელიც წარმოადგენს სამი ჰოსპიტალისა და კლინიკის რეგიონალურ ქსელს ცენტრალურ საქართველოში.
გარიგების შემდეგი ეტაპი მარეგულირებელის მხრიდან თანხმობის გაცემა იქნება
მოსალოდნელია, რომ „გორმედის“ 2025 წლის EBITDA იქნება 4.5 მილიონი ლარი. გარიგების მიზანია შემოსავლების ზრდის გაძლიერება, ეფექტურობის მნიშვნელოვანი ზრდის უზრუნველყოფა და ოპერაციული სინერგიის ხარჯზე მოგებიანობის გაუმჯობესება.
გარიგების ღირებულება „გორმედის“ 2026 წლის სავარაუდო EBITDA-ს 4-ჯერ ნაკლებს შეადგენს.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდვა 28 ნოემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა
სხვა სიახლეები
ქართული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა
28.10.2025.17:00
საქართველოდან თხილის ექსპორტი გაზრდილია. საქსტატი სტატისტიკური მაჩვენებლები მიხედვით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 84 441.9 ათასი დოლარის ღირებულების 10 849.5 ტონა თხილი გაიტანა. 2024 წლის 9 თვეში კი თხილის ექსპორტი 8 806.7 ტონას შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში თხილის ექსპორტი 23%-ით არის გაზრდილი.
2025 წლის სტატისტიკით თხილის ექსპორტის კუთხით ლიდერი სექტემბერი იყო, ვინაიდან ამ თვეში ექსპორტზე ქვეყნიდან 2 965.7 ტონა თხილის გადაიზიდა.
ქართული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა.
TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველომ თხილი გაყიდა: