მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7111.4
-0.0047
flag
AZN 1.6102
-0.0014
flag
CNY 37.998
-0.0042
flag
EUR 3.0924
-0.0166
flag
GBP 3.6682
-0.009
flag
KZT 54.05
0.0036
flag
TRY 0.0704
-0.0002
flag
USD 2.7383
-0.0014

გეგმა გვაქვს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობა გავზარდოთ - ზურაბ ავალიშვილი

news image


საქართველო საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის ზრდას გეგმავს, რაც თავის მხრივ სივრცის გამოყენებაზე გაზრდილ მოთხოვნაზე დამოკიდებული. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ ავალიშვილმა განაცხადა, ინფრასტრუქტურულად დღეს ვართ დალაგებული ისე, რომ საათში პირობითად 75 საჰაერო ხომალდის გატარება ხდება. თუმცა არსებული სტატისტიკით, 2024 წლის ზაფხულში იყო გარკვეული დღეები, როცა საქაერონავიგაციის მიერ 24 საათში 1000 ფრენის მომსახურება ხდებოდა.

„ევროპული ავიაციისთვის ყველა მეტი ფრენა 2019 წელს იყო და მაშინ ყველა დავფიქრდით, რომ უფრო მეტი ადგილი იყო მოსაძებნი საჰაერო სივრცეში, ვინაიდან თუ ასე განვითარდებოდა ფრენების რაოდენობა უფრო მეტი ფრენისთვის გვექნებოდა მისახედი. 2019 წლის შემდეგ პანდემია იყო და თითქმის 0-ზე დავიდა ყველაფერი. პანდემიამ არამარტო ჩვენ, ყველა სერიოზულად შეგვაფერხა. კადრების აყვანის კუთხით, განვითარების კუთხით. როგორც აღვნიშნე ეს ეკონომიკასავით არის ციკლური. შეიძლება რაღაც ჩავარდნა იყოს, მაგრამ განვითარებას და ფრენების მომატებას ვერაფერი წინ ვერ დაუდგება. არის ასეთი მოსაზრება, რომ 2050 წლისთვის ფრენების რაოდენობა მსოფლიოში უნდა გაორმაგდეს. ამ ეტაპიდან, დღევანდელი გადასახედიდან ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება არჩეული. ერთი მიმართულება არის კადრების აყვანა და მათი მომზადება. ავიამეთვალყურეების აყვანა და მომზადება ერთ დღეში არ ხდება. პირველი გასაუბრებიდან, მეთვალყურის პოზიციაზე რომ აგვყავს ადამიანი, ალბათ სამი წლის თავზე ხდება მისი დამოუკიდებლად დაჯდომა სამუშაო პულტთან და საჰაერო ხომალდებთან მუშაობა. აქედან გამომდინარე, როგორც აღვნიშნე ამ მიმართულებით სერიოზულად შეგვაფერხა პანდემიამ, მაგრამ როგორც კი პანდემია მორჩა, ფრენებმა მოიმატა და უკვე მესამე წელია მეთვალყურეები აგვყავს. წელსაც გვიდევს ბიზნეს გეგმაში. ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის მეთვალყურეები და კადრები და მეორე ჩვენი საჰაერო სივრცის დიზაინის გადაკეთება. არის უამრავი შესაძლებლობა, რაზეც ჩვენი ექსპერტები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ. რაღაც გამოცდილებას აქეთ ჩვენ ვუზიარებთ.
გეგმა გვაქვს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობა გავზარდოთ. მიმდინარე წელს და ზოგადად სამი წლის ჭრილში რა მოლოდინიც გვაქვს არსებული გამტარუნარიანობა სავსებით საკმარისია. ამ პერიოდის მერე რა გეგმაც გვაქვს, რა რაოდენობის ადამიანის აყვანაც გვინდა და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად განვახორციელებთ საჰაერო სივრცის დიზაინის კიდევ პატარა ჩასწორებას. არსებულ პოტენციალსაც გავზრდით“, - აცხადებს საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რომელი ქვეყნებიდან ახორციელებს საქართველო ავოკადოს იმპორტს - იანვარ-აპრილის სტატისტიკა

22.05.2025.19:00

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 19%-ით მეტი ღირებულების ავოკადო იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ოთხ თვეში საქართველომ 1,861.77 ათასი დოლარის ღირებულების ავოკადო იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,562.17 ათასი დოლარის.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოსთვის ავოკადოს ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა ნიდერლანდებია, საიდანაც 4 თვეში 1,376.53 ათასი დოლარის ღირებულების 398.10 ტონა ავოკადო შემოვიდე. რაც მთლიანი ღირებულების 74%-ია.

აღნიშნული მაჩვენებლებით ირკვევა, რომ იმპორტირებული ავოკადოს საერთო ღირებულების 74%-ი ქვეყანაში სწორედ ნიდერლანდებიდან შემოვიდა.

2025 წელს ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი 5 ბაზრიდან დაფიქსირდა:

  • ნიდერლანდები - 1,376.53 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 414.20 ათასი დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 37.26 ათასი დოლარი;
  • ლიბანი - 33.68 ათასი დოლარი;
  • საფრანგეთი - 0.09 ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ავოკადოს იმპორტმა წლიურ ჭრილში რეკორდულ მაჩვენებლებს 2024 წელს მიაღწია. გასულ წელს ქვეყანამ 4,451.98 ათასი დოლარის ღირებულების 1,894.91 ტონა ავოკადო იყიდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა